„მხოლოდ ქართულის“ ყველაზე ემოიციური ლაივი და სიურპრიზი კონკურსანტებს

„მხოლოდ ქართულის“ ყველაზე ემოიციური ლაივი და სიურპრიზი კონკურსანტებს

ყველაზე ქართული და ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეპროექტის „მხოლოდ ქართულის“, რადიო პარტნიორები, როგორც უკვე იცით, რადიო „ფორტუნა“ და „არ დაიდარდოა“.  შესაბამისად მედიაჰოლდინგ ფორტუნას წარმომადგენლები ყოველ ორშაბათს საღამოს 22:00 საათზე რუსთაველის თეატრში ვიმყოფებით, რათა მოგიყვეთ  მონაწილეების ემოციების შესახებ და გაგაცნოთ ჟიურის წევრების კომენტარები და პროგნოზები.

მე-6 ლაივკონცერტი წინამორბედების მსგავსად ძალიან საინტერესო და გამორჩეული იყო. ლაივი გამოირჩეოდა იმითაც, რომ ამ ორშაბათს არც ერთ კონკურსანტს პროექტი არ დაუტოვებია. მონაწილეებმა მხოლოდ პატრიოტული სიმღერები შეასრულეს. კონცერტი   მთლიანად მიეძღვნა ჩვენი დროის თავდადებულ გმირებს, არჩილ ტატუნაშვილს, გიორგი ანწუხელიძეს, გიგა ოთხოზორიას და სხვა გმირებს.  მაყურებელმა კი კონცერტის დაწყებამდე  მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

კონცერტის დაწყებამდე ჟურის წევრებს ვკითხეთ თუ რას ფიქრობდნენ პროექტის შესახებ, რა მოლოდინები ჰქონდათ და რამდენად მკაცრი და მომთხოვნები იქნებოდნენ კონკრეტულ ტურთან დაკავშირებით

ლელა წურწუმია  – „დღეს საკმაოდ რთული ტურია, ჩვენი ახალგაზრდა მონაწილეები, პატრიოტულ სიმღერებს შეასრულებენ და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მძაფრდება მოლოდინი,   პატრიოტული სიმღერა რთული შესასრულებელია,  ეს თუ არ შეისისხლხორცე და არ გაითავისე ის რაც გინდა, ვერ გამოვა..  ამ ბავშვებმა უკვე კარგად იციან, რა არის ქართული სიმღერა, იციან რა არის სამშობლო და შესაბამისად მე მგონია, რომ მათ არ გაუჭირდებათ ამ სიმღერების შესრულება, სიმართლე გითხრათ  ცოტას მაინც ვნერვიულოობ, მე არ მიყვარს კონკურსები და ზოგადად კონკურსი არის ძალიან რთული. რადგან გარდა იმისა, რომ შენ გაფასებს მაყურებელი, გაფასებს, კიდევ კონკრეტული ადამიანი, ამის გამო კი  განცდა და ღელვა უფრო მეტია. თუმცა, ჟიური ეხმარება კონკურსანტს, რომ უფრო გაიზარდოს, უფრო მეტად გაითვალისწინოს პროფესიონალი  ადამიანებისაგან რჩევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მათთვის არის კარგი. ისინი კი  უკვე ძალიან გაზრდილები და ძალიან შეცვლილები  არიან. დგომის მანერაც კი უკვე სხვანაირი აქვთ. კარგი გაგებით ვამბობ, რომ რუსთაველის თეატრში ეს მონაწილეები ქუჩიდან მოვიდნენ და ეს უკვე ძალიან დიდი ნახტომია. ასე,რომ კონკურსი ეს ისეთი რაღაცაა, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო! როცა ვიღაც ტოვებს პროექტს, შემდეგ მაყურებელს შარშანდელი თოვლივით ავიწყდება ან პირიქით, თუკი ადრე ტოვებს მონაწილე პროექტს, მაყურებლისთვის ის  ყველაზე საყვარელი და დასამახსოვრებელ მონაწილედ რჩება. ასე, რომ ჯერ ვერ განვსაზღვრავთ ვერაფერს. მე ზოგადად მკაცრი არ ვარ, მაგრამ რაღაც მოთხოვნები მაქვს, ძირითადი მოთოვნა კი ჩემთვის ემოციაა. არიან ადამიანები ვისაც შეიძლება ვერ აპატიო არასწორი ნოტი, ან პირიქით, აპატიო იმიტომ, რომ ემოცია საკმაოდ კარგად და სწორად მოაქვს. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნებაც და შემოქმედებაც სწორედ ეს არის, რამდენად მომაწონებ თავს, რამდენად მომცემ იმ ემოციას და რამდენად გულწრფელი იქნები. თუ ამას ახერხებს არტისტი ე.ი ის შემდგარია.“

გიორგი გაბუნია –  „ვფიქრობ გამარჯვებაზე ჯერ ადრეა საუბარი, მაგრამ დარჩენილი 5 კონკურსანტი, პოტენციური გამარჯვებულები არიან, მოდი თავს შევიკავებ და ფავორიტს არ დავაკონკრეტებ. თუმცა, ყველაზე მაღალ ქულებს ვისთანაც ვწერ, მასზე ვფიქრობ, რომ ის ყველაზე რეალური კანდიდატია გამარჯვებისთვის, თვითონ  მაყურებელმა ნახოს და მიხვდებიან. არ მინდა ასე ხმამაღლა ფავორიტის გამორჩევა, რადგან კონკურსანტები იცვლებიან, ხშირად გვაქვს ხოლმე სიურპრიზები. ხდება ხოლმე, რომ  კონცერტებიდან გამომდინარე რაღაც გარკვეული მოლოდინი გქონდეს შემსრულებლისგან, მაგრამ უცბათ რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ ამოგიტრიალოს  წარმოდგენა, ასე, რომ მაინც ნაადრევია  ამაზე ლაპარაკი. მე ძალიან  დიდ სიურპრიზებს და ამოტრიალებას არ ველოდები , მაგრამ გამორიცხული არც ესაა. ყველა კონკურსანტი არ გაზრდილა. არიან ისეთები რომლებსაც აშკარა პროგრესი და გაზრდა ეტყობათ, მაგრამ არიან ისეთებიც ვინც პროექტამდე, როგორებიც იყვნენ ისევ იმ ეტაპზე დარჩნენ. რა თქმა უნდა ძალიან კარგია როცა ვითარდება კონკურსანტი, ამ შემთხვევაში  თუნდაც გამარჯვება, რომ ვერ მოახერხოს ასეთმა კონკურსანტმა,  ძალიან სასიამოვნოა, როცა ხედავ მასში იმ პოტენციალს და ხვდები  რომ კონკურს მიღმა მას შეუძლია გააგრძელოს ეს საქმიანობა. ასე რომ ვთქვათ, მათ უნდა მიხედონ საკუთარ თავს, რადგან  გვერდიდან მიმხედავი ჩვენს ქვეყანაში, მუსიკალურ სფეროში სამწუხაროდ ჯერ არავინაა.  სწორედ ასეთმა გაზრდილმა კონკურსანტმა მინდა, რომ გაიმარჯვოს.

გიორგი უშიკიშვილი: კონკურსი ძალიან საინტერესოა, კონკურსანტები დღითიდღე უფრო საინტერესოდ გამოიყურებიან, ჟიურის მოთხოვნებიც იზრდება და შესაბამისად ვფიქრობ, რომ დღევანდელი კონკურსის მოლოდინი ძალიან დიდია. გამარჯვებული კი სწორედ ის იქნება, ვინც ჟიურის და მაყურებლის სიმპათიებს დაიმსახურებს.

მარინა ბერიძე:  ყოველი ტურის წინ ვღელავ, რადგან ძალიან დიდი მისია გვაკისრია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღეს არის სრულიად განსხვავებული ტური . ჩემთვის მონაწილეების გაზრდის პროცესია, ყველაზე საინტერესო, თუ ვინ როგორ იზრდება. კონკურსის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე სოფო ბათილაშვილია, რომელიც ჟიურის წევრებში ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს. მან მე-6 ლაივ კონცერტზე  მორის ფოცხიშვილის სიმღერა „ჰერიო ბიჭებო“ საკმაოდ ემოციურად შეასრულა.

სოფო ბათილაშვილი – როდესაც სცენაზე ვიდექი, თავში წამიერად გამიელვა გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებმა, ამ ემოციამ შემძრა და სრულიად მომიცვა , სიმართლე გითხრათ არც მახსოვს რა მოხდა, სიტყვები არ მყოფნის ემოციების გადმოსაცემათ.

როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს კონკურსანტებმა სიმღერები, ბენდთან ერთად,  საკმაოდ ემოციურად და დიდი სულისკვეთებით შეასრულეს. მე-6 ლაივ კონცერტმა კი საკმაოდ კარგად ჩაიარა. აქვე შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა კიდევ ერთი შანსი მისცა მონაწილეებს და ბოლო კონკურსი არც ერთ კონკურსანტს არ დაუტოვებია.

სიახლეები/

|

May 29, 2018 / 6:01 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

სოფო ბათილაშვილს პატარა ბიჭუნამ ყვავილი აჩუქა (ვიდეო)

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი, კონკურსის შემდეგ ძალიან დატვირთულია და სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით დადის. კონცერტებზე ის კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძესა და ბენდ „ნიუტონთან“ ერთად გამოდის და ყველა იმ სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს, რომლითაც ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მომღერალი გახდა. სოციალური ქსელის მეგობრებს ის უამრავი სახალისო ვიდეოთი ანერბივრებს. მათ შორისაა ერთ-ერთი ვიდეო, სადაც უსაყვარლესი ბიჭუნა მას ყვავილს […]

თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი 18 წლის გახდა

თიკა ფაცაცია არაჩვეულებრივად გამოიყურება, მუდამ ფორმაშია, თუმცა ის, აქტიური მუშაობის პარალელურად, სამ შვილზე ზრუნავს. მისი უფროსი ვაჟი ახლახან 18 წლის გახდა. ანდრო ანთელიძე საზღვარგარეთ, საფრანგეთში სწავლობს და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს. მცირე ხნის წინ დედა მას პარიზში სტუმრობდა, სადაც დედა-შვილმა კარგი დრო გაატარა და ამ ვოიაჟის ამსახველი ფოტოები თიკამ სოციალურ ქსელშიც გააზიარა. ახლახან […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„მხოლოდ ქართული“ წლის საუკეთესო ტელეპროექტია

„ოქროს ტალღის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 26 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. უამრავი ქართველი ვარსკვლავი, 15 ნომინაცია, საინტერესო გამოსვლები ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად – უამრავი ეპიზოდი გუშინდელი საღამოდან „ოქროს ტალღის“ ისტორიაში ჩაიწერა. გამორჩეული იყო ეს დღე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვისაც, არხი მისი ბოლოდროინდელი რეიტინგული პროექტისთვის დაჯილდოვდა – „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის რჩეულიც გახდა და „ოქროს ტალღისაც“. ჯილდოს […]

სოფო ბათილაშვილი: „კოსტა კარანაძის წყალობით შევასრულე „დაიგვიანეს“

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებული, სოფო ბათილაშვილი წერს, რომ კოსტა კარანაძის წყალობით მიეცა საშუალება, შეესრულებინა „დაიგვიანეს“ საფინალო ტურში, რამაც როგორც იცით, მაყურებლის დიდი ართოვანება გამოიწვია. გთავაზობთ სოფოს სტატუსს: „Konstantine Karanadze-ს წყალობით მომეცა ამ სიმღერის შესრულების საშუალება, მას მოვასმენინე ამ სიმღერის ნაწყვეტი და გადაწყვიტა, რომ კარგად გამომდიოდა და იქამდე იძახა, სოფოს „დაიგვიანეს“ მოუსმინეთ, მოუსმინეთ, მოუსმინეთო, სანამ არ შეაწუხა […]

სოფო ბათილაშვილი „ფეისბუქის“ რეკორდსმენია

სოფო ბათილაშვილმა წინა ორშაბათს ნამდვილი ფურორი მოახდინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „მხოლოდ ქართულის“ დღევანდელ ფინალზე გამარჯვების ერთ-ერთი ღირსეული კანდიდატია. მისი შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ (კომპოზიტორი: ეთერ ჭელიძე) ქართული „ფეისბუქ“-სივრცის ნამდვილი რეკორდსმენი გახდა. მხოლოდ ხუთ დღეში ამ ვიდეომ „მხოლოდ ქართულის“ სოციალური ქსელიდან არნახული რეკორდი დაამყარა ქართული მეგაშოუების ისტორიაში, დააგროვა მილიონზე მეტი ნახვა და 25 000-ზე მეტი […]

სოფო ბათილაშვილი: „როცა სიმღერა დავასრულე, თავისუფლების და სიმშვიდის უზარმაზარი შეგრძნება მქონდა…“

„მხოლოდ ქართულის“ გამორჩეული მონაწილე სოფო ბათილაშვილია. მის მიერ შესრულებული „ძეგლად გადმომეფარე“ ნამდვილა ჰიტად იქცა. მას აკომპანემენტი, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ გაუწია, რომლის შექმნილი ვერსიები ძველ ქართულ მელოდიებზე მხოლოდ ქების ღირსია. „ძეგლად გადმომეფარე“ სოფო ბათილაშვილმა მხოლოდ გიტარის თანხლებით შეასრულა. მის ამ ნამღერს ამ დრომდე 918 000 ნახვა აქვს სოციალურ ქსელში და მალე მილიონსაც […]

გურამ შეროზია „მხოლოდ ქართულის“ და „იქს ფაქტორის“ კონკურენციაზე: „ორივე თავს იკლავს…“

ბლოგერი გურამ შეროზია წერს, რომ დიდი კონკურენციის შედეგად, რომელიც ორ წამყვან არხს შორის არის გაჩაღებული, ორი ძალიან კარგი მუსიკალური პროექტი მივიღეთ. „აი, რას გვიშვება კონკურენცია – რუსთავი 2-მა, “მხოლოდ ქართულში ” ჩადო ყველაფერი, სადაც კი ვინმე სახე ჰყავს – ყველა ერთად გამოიყვანა, ეპატაჟიც, მუღამიც და მოკლედ – დადო მშვენიერი შოუ – არც იმედი შეეგუა ამ […]

რეკლამა