მიშო სულუხიას დედის დასახმარებლად ევროპაში კონცერტები ჩატარდა

0
2117

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„23 დეკემბერს ვარშავაში, ხოლო 24 დეკემბერს მიუნჰენში, ჩატარდა კონცერტები, რომელიც გაიმართა ჩემი ერთადერთი და უსაყვარლესი დედის ჯანმრთელობის გაუმჯობესებით მიზნით. ახლა მეძლევა საშუალება, რომ მადლობა გადავუხადო ადამიანებს ვინც ამ საღამოების ორგანიზებაში დამეხმარა, ვინც დაგვესწრო და უნებლიედ ისიც გახდა მონაწილე მაიკოს თურქეთში მკურნალობისთვის გათვლილი ხარჯების მოძიებაში.

ბევრმა იცით ჩემი შესაძლებობა და ისიც, რომ მარტო ვერაფერს გავხდები. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ ადამიანებო ვინც ყურადღებას იჩენთ  ❤️ ❤️ ❤️ “- წერს მიშო. დამატებითი დეტალების გასარკვევად მიშოს დავუკავშირდით, თუმცა მან საუბარი არ ისურვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here