მიშო სულუხიას ახალი კლიპი თურქებმა გადაუღეს

მიშო სულუხიას ახალი კლიპი თურქებმა გადაუღეს

მიშო სულუხიამ ახალი სიმღერაზე კლიპის გადაღება ახლახან დაასრულა და სოციალურ ქსელში შესაბამისი ფოტოები და ტექსტიც ატვირთა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ვიდეორგოლზე თურქულმა მხარემ იმუშავა.

„გუშინ დავასრულეთ ჩემი ვიდეო კლიპის გადაღება. პირველად დავურთე ნამუშევარ ჩემს ცხოვრებაში არსებული რეალური ისტორია. ვიდეო ორ მეკლდეურ მეგობარზეა. მეგობარზე, რომელიც ქალაქიდან მის მთაში მცხოვრებ მეგობარს აკითხავს და ისინი ერთად იხსენებენ ბავშვობის ტრადიციას, თუ როგორ ადიოდნენ მათთვის საყვარელ მწვერვალზე. გადაღების პროცესს თან დაერთო ბუნებრივად წამოსული თოვლი და ნისლი, რაც სამუშაო პროცესი უფრო გაართულა თუმცა ექსტრემალური და ვიზუალურად საინტერესო გახადა. სიმღერა ინგლისურენოვანია. მინდა, არა მხოლოდ ქართველებმა, არამედ ჩემმა უცხოელმა მსმენელმაც მოისმინოს და გაიგოს. და ამ გზით მინდა შევაპარო მათ ჩემი ქვეყნის ულამაზესი ადგილები, რომლებზეც მე მზე და მთვარე ამომდის და რომლებსაც მუსიკასთან ერთად იხილავენ. მოკლედ, წარმატება მისურვეთ მონტაჟის პერიოდში. და ერთად ვიქონიოთ იმედი, რომ ნამუშევარი კარგი გამოგვივა.

ვიდეოზე თურქულმა ფროდაქშენმა იმუშავა.

ვიდეოს პროდიუსერი: ahmet tash

რეჟისორი ferhat sheker

ოპერატორი : arif ozcetin

დრონი: გიორგი დანელია

მთავარ როლში: ლევან ციხელაშვილი

პროექტის კოორდინატორი : ნინო ირემაშვილი

ტექსტის : ავტორი მალიბუ ტუღუში

სიმღერის და არანჟირების ავტორი კი მე ვარ“ – აღნიშნავს ვრცელ სტატუსში, რომელიც ფოტოებს თან დაურთო.

სიახლეები/

|

November 18, 2016 / 2:25 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქის გვერდზე განცხადება გავრცელდა

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ფეისბუქის გვერდზე განცხადება ვრცელდება. "მეგობრებო, "ჩემი ცოლის დაქალების" მეათე სეზონი მთავრდება და მომავალ უიქენდზე გავა ბოლო სამი სერია" - ნათქვამია განცხადებაში

ლევან ჩიჩუამ ნინი ბადურაშვილს სიმღერა დაუწერა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომღერლები აღარ წერენ სიმღერებს და შეიძლება ითქვას, რომ შოუბიზნესი აღარ არსებობს, ნინი ბადურაშვილი მაინც აქტიურად სთავაზობს მაყურებელს სიახლეებს. შეგახსენებთ, რომ მომღერალმა დედის დაწერილ სიმღერაზე – „უშენოდ“ ცოტა ხნის წინ კლიპი გადაიღო, რომლის რეჟისორი ანრი ჯოხაძეა. კლიპის პრემიერაც მალე გაიმართება. ნინიმ სულ ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც მუსიკოსმა ლევან ჩიჩუამ იგივე „TL”-მა დაუწერა. ნინის კლიპის გადაღება ამ სიმღერაზეც აქვს დაგეგმილი, რომელსაც სავარაუდოდ გაზაფხულზე ვიხილავთ.

“ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა

დღეს დილით ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, დეტალების გასარკვევად თავად ტელეწამყვანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბეროშვილამდე გადაცემა შალვა რამიშვილს მიყავდა, მაგრამ ტასო ბარნოვასთან არსებული დაპირისპირების შემდეგ, რამიშვილმა ტელეიმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „მიუზიკ ბოქსი“ ილო ბეროშვილის შოუს პროდუსერს, გიორგი ჯავახაძეს დაუკავშირდა:

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მიშო სულუხიამ და “ურსამ“ “ვაგიორქო მა“ ჩაწერეს

"X ფაქტორის“ ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა მიშო სულუხიამ, ჯგუფ "ურსასთან“ ერთად მეგრული სიმღერა "ვაგიორქო მა“ ჩაწერა. ეს არის "რუსთავი 2“-ისა და "ბრავო რეკორდსის“ ერთობლივი პროექტი.

“მას ჩემზე მეტად გაუმართლა…” – მიშა სულუხია ავთო აბესლამიძის გამარჯვებას ეხმაურება

რა გასაკვირია, რომ სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი "იქს ფაქტორის" გამარჯვებულთან დაკავშირებით – ეს ხომ მუდამ ასეა. ზოგი ავთო აბესლამიძეს ღირსეულ გამარჯვებულად მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მას სამართლიანად არ გაუმარჯვია.

“მიყვარხარ.. საოცრად ლამაზი ხარ” – სოფო ნიჟარაძეს მიშა სულუხია სიყვარულში გამოუტყდა

"მიყვარხარ.. საოცრად ლამაზი ხარ", "ისეთი ლამაზი ხარ, წაგვლეკე" - ამგვარი კომენტარებით ეხმაურება მიშა სულუხია სოფო ნიჟარაძეს სოციალურ ქსელში ახალ გამოქვეყნებულ ფოტოებზე.

“დედაჩემის ფავორიტი იყავი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი მიშა სულუხიას ამხნევებს

როგორც მოგეხსენებათ “იქს ფაქტორის“ გასულ ტურს მიშა სულუხია გამოეთიშა. რა საკვირველია, მომხდარ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი აკრიტიკებდა, თუმცა კონკურსი კონკურსია.

მიშა სულუხიამ გაიხადა

"იქს ფაქტორის" უკვე ყოფილი მონაწილე, მიშა სულუხია სოციალურ ქსელში ახალ ფოტოკოლაჟს აქვეყნებს და დასძენს: "დილით აუზი გავწმინდე, ყვავილები მოვრწყე. აბა ვინ მომიტანს ნაყინს?"

რეკლამა