„მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება

0
1583

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება.

“მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში.

კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. “მის საქართველო 2018”-ის გამარჯვებული და ტოპხუთეულის წევრები  გაემგზავრებიან სილამაზის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე.

შეგახსენებთ, რომ პროექტი “მის საქართველო” 2003 წლიდან ტარდება და კომპანია „იმიჯ ცენტრი“  გახლავთ მსოფლიოში აღიარებული სილამაზის საერთაშორისო კონკურსების “Miss World”-ის, “Miss Universe-ის, “Miss Intercontinental”-ის და “Miss Tourism International”-ის  ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ  იშვიათი გამოცდილება, აიმაღლონ ცნობადობა და პოპულარობა, გამოიყენონ  საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის უნიკალური შესაძლებლობა.

პროექტის პარტნიორები და მხარდაჭერები არიან:  რუსთავი2, რადიო ფორტუნა, ფორტუნა+,  ინტერნეტმხარდაჭერა INFO 9, ჟურნალი HELLO, მოდის სახლი “მარიონელა”,  „კიკალა სტუდიო“, სარეკლამო კომპანიები მაქსპრომი და კოლიბრი, სილამაზის სალონი გოგასუსი, საცურაო აუზი „ნეპტუნი“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here