მიმართვა დედებს – „იმისთვის, რომ არ დაგვხოცონ…“

მიმართვა დედებს – „იმისთვის, რომ არ დაგვხოცონ…“

სალომე ბარკერი საინტერესო ჩანახატს აქვეყნებს სოციალურ ქსელში და მიმართავს დედებს, ნუ ატყუებენ საკუთარ ქალიშვილებს და ნუ ეუბნებიან, რომ როდესაც მამაკაცები ჩაგრავენ, ეს სიყვარულის ნიშანია…

სალომე წერს:

„დედებს. იმისთვის, რომ არ დაგვხოცონ.

ნუ გვატყუებთ “გეპრანჭება ალბათ”, როცა ბაღელი გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ “მოსწონხარ ალბათ”, როცა კლასელი გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ “შენზე ნერვიულობს”, როცა მამა გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ “შენზე დარდობს”, როცა ძმა გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ “უყვარხარ ალბათ”, როცა შეყვარებული გვჩაგრავს.

ნუ გვატყუებთ “კარგი ეხლა, მოგეჩვენა, ეტყობა წყობიდან გამოვიდა, მთვრალი იყო, აბა, როგორ გინდა, შენ მოუშლიდი ნერვებს, კაცია ვერ შეიკავა თავი, შენ ისეთი ენა გაქვს, მაგას კიდე რა უჭირს იმის ქმარი იჩხერს, შენ კიდე რა გიჭირს იმას ხელი მოსტეხა ქმარმა, მამაშენი არ გახსოვს როგორი იყო? მაგაზე უარესი არ დაგემართოს არაფერი, დაშორდები თუ რას იზამ? ნუ ბოდიალობ სისულელეს, ერთხელ შეეშალა და უნდა აპატიო, აბა, ოჯახი რისი ოჯახია თუ არ იჩხუბეთ, ეგრე კიდევ იმდენს იჩხუბებთ შვილო, სულ შენ როგორ ხარ მართალი? აბა როგორ გინდა, აბა რა გეგონა, ხო იცი როგორ უყვარხართ შენ და ბავშვი?!” როცა ქმარი გვჩაგრავს, გვცემს, გვკლავს.

ნუ გვატყუებთ“.

სიახლეები/

|

February 26, 2018 / 1:07 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

რეკლამა