“მიმაჩნია, კონცერტზე ისეთი არტისტები უნდა ამღერო, რომელიც ხალხს უყვარს.“ – ნინა სუბლატი

0
3000

მომღერალი ნინა სუბლატი უახლოეს მომავალში შესაძლოა საზღვარგარეთ წავიდეს და კარიერა სწორედ სხვა ქვეყანაში გააგრძელოს. საკუთარი გეგმების შესახებ ის “მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა“

– ნინა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

– ამ მომენტში ახალ სიმღერებზე არ ვმუშაობ, ასე ვთქვათ ვისვენებ. 12 მაისს კიევში მაქვს დაგეგმილი კონცერტი. მოგეხსენებათ უკრაინაში „ევროვიზიის“ კონკურსი ტარდება და იქ უამრავი ტრუსიტი არის ჩასული. ამიტომ ქალაქში სხვადასხვა კონცერტებია დაგეგმილი, ერთ-ერთ კონცერტში კი მეც მივიღებ მონაწილეობას. ასევე ვაპირებ კლიპის გადაღებას, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ.

– წელს საქართველოს კონკურსზე თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს, რა რჩევებს მისცემთ მას?

– ვფიქრობ თაკოს სიმღერა ჯდება „ევროვიზიის“ ფორმატში. მთავარი ამ კონკურსზე არის შოუ და დარწმუნებული ვარ, ლამაზ სანახაობას ვნახავთ. რჩევებს რაც შეეხება არ მიყვარს რჩევების მიცემა, უბრალოდ ვურჩევ არ ინერვიულოს და დატკბეს იმ ყველაფრით რაც „ევროვიზიაზე“ ხდება.

– როცა თქვენ მიიღეთ ევროვიზიაზე მონაწილეობა, საკმაოდ მკაცრად გაგაკრიტიკეს, გადაიარა ამ აგრესიამ?

– არ ვთვლი, რომ ხალხს აგრესია ჰქონდა. უბრალოდ იმ დღეს ცუდ ხასიათზე იყო რამდენიმე ადამიანი და ჩემზე თქვეს ცუდი. ჩემთვის სასაცილოა როცა რელიგიური პირის კრიტიკის ობიექტი ხდები.

– წელს ვერ გიხილეთ „იქს ფაქტორის“ ჟიურიში, ელოდით რომ პროექტი თქვენს გარეშე დაიწყებოდა?

– ველოდი, ვერ გიპასუხებთ რატომ არ ვარ ჟიურიში. ერთხელ გამოჩენა უფრო საინტერესოა ვიდრე ბევრჯერ. იქ მიღებული გამოცდილება ჩემთვის საინტერესო იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა მომავალში ისევ დავუბრუნდე პროექტს. მყავს რამდენიმე ფავორიტი და ვნახოთ ისინი რას გვაჩვენებენ შემდეგ ტურში.

– საქართველოში, ხშირად იღებთ კონცერტებში მონაწილეობას?

– საქართველოში კონცერტები ხშირად არ ტარდება, თუ ტარდება ორგანიზატორები თავის მეგობარ მომღერლებს სვამენ კონცერტში, რაშიც მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ მიმაჩნია, კონცერტზე ისეთი არტისტები უნდა ამღერო, რომელიც ხალხს უყვარს.

– საზღვარგარეთ ხომ არ აპირებთ კარიერის გაგრძელებას და რომელიმე უცხოურ ლეიბლთან თანამშრომლობას?

–  ლეიბლებთან გაწევრიანება დიდად არ მომწონს. დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია არტისთვისთვის, ვაპირებ საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ ვინმესთან თანამშრომლობა დაგეგმილი არ მაქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here