“მგზავრებს“ რუსეთში 9 აპრილს დაგეგმილი კონცერტის გამო მწვავედ აკრიტიკებენ

0
36

9 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, ჯგუფ “მგზავრების“ კონცერტი გაიმართება, ერთ-ერთ კლუბში. ამის შესახებ რუსულენოვანი სარეკლამო პოსტერიდან გახდა ცნობილი, სადაც აღნიშნულია: “ნამდვილი ქართული მრავალხმიანობა, თანამედროვე ჟღერადობა და გაუნემორებელი ატმოსფერო, რომელიც მოეწონებათ როგორც ხალხური სიმღერის, ასევე პროგრესული მუსიკალური ჟანრების მოყვარულებსაც. ეს არის “მზგავრები“ – ჯგუფი, რომელმაც ხალხების გულები გააერთიანა. მზიანი მგზავრები საქართველოდან ელოდებიან ყველას კლუბში “A2 Green Concert“. კონცერტი 9 აპრილს გაიმართება“.

ინტერნეტში ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჯგუფს კრიტიკოსები გამოუჩნდნენ, რომლებიც წერენ, რომ 9 აპრილს რუსეთში კონცერტის გამართვა კარგი იდეა არ არის…

გიორგი გასვიანი, ჟურნალისტი:

“შეიძლება, ოკუპაციის დღე დაგავიწყდეს (ანანიაშვილის მაგალითზე), მაგრამ 9 აპრილი ხომ ყველაზე ხმამაღალი თარიღია უახლესი ისტორიის? რას ნიშნავს რუსეთში კონცერტის გამართვა 9 აპრილს? სპეციალურად გეგმავენ ასეთ რამეებს?“

რამაზ გიგაური, ასტროლოგი:

“9 აპრილს “მგზავრები“ იმღერებენ პეტერბურგში, 26 მაისს სასომ იმღეროს, 8 აგვისტოს გვერდწითელმა, მერე 25 თებერვალიც მოვა და გამოჩნდება კიდევ ვინმე მომღერალი, რომელიც კოჯორ-ტაბახმელაზე ავა და Союз нерушимый республик свободных-ის იმღერებს“.

ლაშა ბერულავა, ჟურნალისტი:

“ყველაზე იდიოტური ისაა, რომ “მგზავრების“ ტურნეს გრაფიკს განგებ ასე შედგენილის ხელი დაჰკრავს.

ისევე, როგორც ანანიაშვილისას – 25 თებერვალს, ამათსასაც 9 აპრილი განგებ დაუმთხვიეს.

კია შაბათი, მაგრამ 10 ხომ კვირაა და რატომ არ შეიძლებოდა კვირას? აბა, დააკვირდით, როგორი ინტერვალებით უნდა მოიარონ “მატუშკა რასია“:

7 აპრილი – მოსკოვი, 9 აპრილი – ს. პეტერბურგი, 13 აპრილი – ვორონეჟი, 15 აპრილი ტიუმენში, 16 აპრილი ეკატერინბურგში, 17 აპრილი – ჩელიაბინსკი“.

“არადა, კაი ბიჭები იყვნენ… გაუმართო იმ ქვეყანას კონცერტი 9 აპრილს, ვინც 9 აპრილს შენს მოქალაქეებს ბარებით და მომწამლავი გაზებით ხოცავდა საკმაოდ ცუდი საქციელია…“, “დღე მაგრად
აურჩევიათ“, “კულტურა არის პირდაპირ პოლიტიკა…“, “ავტომატურად ამოვარდნენ ჩემი პლეილისტიდან“, “იქნებ, პროტესტს გამოხატავენ ამით?“, “9 აპრილს ყველა ქართველის ტკივილია, გლოვის დღეა და მწუხარების. წესით, თუ სინდისი გაქვს, ამ დღეს ბნელეთში კონცერტის გამართვა სულ მვირე, შენი ქვეყნის ერთ ადგილზე დაკიდებაა!..“

ჯგუფი “მგზავრები“ უკვე ძალიან დიდი ხანია, უკრაინასა და რუსეთში კონცერტებს მართავს, თუმცა აქამდე ამის გამო ყურადღების ცენტრში არ მოქცეულან. მათი კარიერა, ძირითადად, სწორედ ამ ორ ქვეყანაში ვითარდება, სადაც მათ კონცერტებს უამრავი ადამიანი ესწრება. საქართველოში კი ნაკლებად აქტიურობენ.

mgzavrebi  9 aprili mine big

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here