„მგზავრების“ მესიჯი რუს მსმენელს – „რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“

„მგზავრების“ მესიჯი რუს მსმენელს – „რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“

2018 წლის განმავლობაში ქართულ ჯგუფს „მგზავრები“ არაერთი წარმატებული გამოსვლა ჰქონდა. მათ მოიარეს უმარავი ქალაქი რუსეთსა და უკრაინაში, ასევე გამოვიდნენ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გერმანიაში, კერძოდ, ბერლინში.

მცირე ხნის წინ მათ კონცერტი ჰქონდათ მოსკოვში, სადაც ათასობით მსმენელის წინაშე გააჟღერეს სიმღერა „რაც დაკარგული გვეგონა“, სადაც ასეთი ტექსტია: „გამოდით, გამოდით გარეთ!. რაც დაკარგული გეგონა, დაიბრუნებ მალე!..“ რუსმა მსმენელმა ეს სიმღერა „მგზავრების“ სოლისტთან ერთად ქართულად შეასრულა. როგორც სოცქსელებში წერენ, ეს ჯგუფის მხრიდან თამამი განაცხადია…

ამჟამად „მგზავრების“ მენეჯმენტის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევროპელ პროდიუსერებთან. ასევე იგეგმება ტურნეს გაგრძელება უკრაინაში და ანსამბლი მუშაობს ახალ, რიგით მეშვიდე ალბომზე.

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

September 10, 2018 / 3:07 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მოსკოვში ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტზე 20 000 ადამიანი მივიდა (ვიდეო)

19 მაისს, ჯგუფი „მგზავრები“, მორიგი ტურნეს ფარგლებში, მოსკოვში კონცერტით წარდგა. სტადიონზე გამართულ ღონისძიებას, სადაც ყველა სიმღერა ქართულ ენაზე შესრულდა, 20 000 ადამიანი ესწრებოდა. მსმენელები ჯგუფის სოლისტთან, გიგი დედალამაზიშვილთან ერთად მღეროდნენ ყველა სიმღერას და თითოეული კომპოზიციის ტექსტი ზეპირად იცოდნენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სიმღერის დასაწყისში გიგი მსმენელს ტექსტის შინაარსსაც უთარგმნის და უხსნის, რომ ის მღერის თავისუფლების რწმენაზე […]

8 ივნისს „მგზავრების“ კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურის პალატა ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტს აანონსებს. ღონისძიება თბილისის ვაგონმშენში 8 ივნისს გაიმართება. ჯგუფი, რომლის პოპულარობა დიდი ხანია, გასცდა საქართველოს ფარგლებს, ახლა ტურნეში იმყოფება და უდიდეს საკონცერტო სივრცეებს ავსებს. ისინი ახალი ალბომის მხარდასაჭერად მოგზაურობენ. ალბომის სახელწოდებაა Geo და მასში ბევრი ახალი მელოდიაა შესული, რომლებიც მალევე აიტაცეს ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებმა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ „მგზავრები“ 8 ივნისს […]

Berlin Music Video Awards-ის ერთ-ერთი ნომინანტი ქართული ჯგუფი „მგზავრებია“

Berlin Music Video Awards-ის ნომინანტთ ნაწილობრივი სია ახლახან გამოქვეყნდა. ერთ-ერთი მათგანი საუკეთესო ვიდეორგოლის ნომინაციაში გახლავთ ქართული ჯგუფი „მგზავრები“. მათ სიმღერაზე სახელწოდებით „Пообещай“, რომელიც ახალ ალბომში „იასამანი“ შევიდა, კლიპი ივან სოსნინმა გადაიღო. Berlin Music Video Awards არის ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც საუკეთესო მუსიკალური ვიდეოების გამოსავლენად იმართება. ის მხარს უჭერს როგორც ცნობილ, ასევე შედარებით ნაკლებად ცნობილ არტისტებს. ფესტივალი […]

„მგზავრების“ ახალი კლიპი სიმღერაზე „ვაზი“ გამოვიდა (ვიდეო)

„მგზავრების“ ახალი კლიპი უკვე ინტერნეტსივრცეშია. სიმღერაზე „ვაზი“ ვიდეორგოლი უცხოურმა ჯგუფმა გადაიღო. როგორც გიგი აღნიშნავს: „ამ სიმღერის ფესვები ჩემს ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ვაზი – ეს არის ყურძნის მტევანი. როცა ბაბუაჩემი მასწავლიდა, როგორ უნდა მოვპყრობოდი ყურძენს, სულ მეუბნებოდა – დაიმახსოვრე, ყურძნის ახალი ჯიშის გამოსაყვანად დაახლოებით ათასი წელია საჭირო. ამისი აზრი ისაა, რომ ადამიანები აცნობიერებენ, ამას თავისთვის კი […]

გიგი დედალამაზიშვილის მეუღლემ „ევროვიზიის“ გამარჯვებულის ქორწილი გადაიღო

„მგზავრების“ სოლისტის უკრაინელი მეუღლე, მარინ აკარპი ფოტოგრაფია. მას ხშირად აქვს გადაღებები უკრაინაში. იღებს სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის ხშირად არის ქორწილებშიც, თავისი პროფესიით. „ფორტუნასთან“ ინტერვიუში გიგიმ აღნიშნა, რომ მოსწონს მეუღლის პროფესია და ყოველმხრივ უწყობს ხელს, რომ მარინამ მუშაობა შეძლოს. ახლაც ის უკრაინაშია, სადაც გარკვეულ ხანს დაჰყოფს და სხვადასხვა ღონისძიებას გადაიღებს. ახლახან მარინამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც უკრაინელი […]

რეკლამა