მეშვიდეკლასელი გოგონას მიმართვა განათლების სამინისტროს – ,,მე უარს ვამბობ ამ გაკვეთილის სწავლაზე…“

0
2079

გია ყრუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ქალიშვილის, მარიამის ვიდეოს, სადაც ის განათლების სამინისტროს მიმართავს და ქართული ენისა და ლიტერატურის მეშვიდე კლასის გამოცემის ერთ-ერთ მოთხრობას აპროტესტებს – მარიამი მოთხრობიდან ამონარიდს კითხულობს: „მერე წუპაკა აცეტონზე შეჯდა და ბოლომდე ჩაეშვა, სულ გათიშული დადიოდა, აი, ხო გელაპარაკებოდა არა, ჩვეულებრივად, უცებ აურევდა, სულ სხვაგან წავიდოდა, ბოდავდა თუ რა იყო, არ ვიცი. ხან დედას მეძახდა, ხან – მამას, ხანაც რა ვიცი, რას. ბოლოს მოკვდა, ამბობდნენ, გაიყინაო, მაგრამ ტყუილია, აცეტონით მოიწამლა. ეს სარდაფი რომ არ მეშოვნა, მეც წუპაკასავით დამემართებოდა, რადგან როცა კაიფობ, აღარ გცივა, უფრო სწორად, სიცივეს ვეღარ გრძნობ. თანაც, თითქოს ტელევიზორს უყურებო, ხედავ, როგორ მოდიან სპილოები, ლომები და ჟირაფები, მოდიან და მოდიან, შენ კი უყურებ, მაგრად ასწორებ…“

როგორც მარიამი ამბობს, უარს ამბობს ამ გაკვეთილის სწავლაზე და ურჩევნია, საერთოდ არ ისწავლოს ასეთ სკოლაში, სადაც ამას ასწავლიან. გოგონას თქმით, როცა ასეთ რაღაცას კითხულობენ, შესაძლოა, ბევრმა გააკეთოს და აღარ უნდა უკვირდეთ სკოლაში ძალადობა.

საუბარია ცნობილი ქართველი მწერლის, ნუგზარ შატაიძის მოთხრობაზე„მოგზაურობა აფრიკაში“, რომელიც მეშვიდე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნშია შეტანილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here