მერაბ სეფაშვილი: „რესტორანში სიმღერა სირცხვილი არ არის!..“

0
2751

მერაბ სეფაშვილი მაია ასათიანის „პროფილს“ სტუმრობდა. ტელეწამყვანმა მას დაუსვა კითხვა ერთ-ერთ რესტორანში სიმღერასთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოებას არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. მომღერალმა დასმულ შეკითხვას ასე უპასუხა:

დღეს ჩვენი სფერო და სამსახური ეს არის. სად უნდა იმღერო, აბა, მითხარი? მე სხვა საქმეს არ ვაკეთებ, არ ველოდები „პადაჩკებს“, მომეცი ფული, მინდა-მეთქი. ჩემს საშოვნელს ჩემი შრომით ვაკეთებ. არსად სიმღერა სირცხვილი არ არის.

სხვათა შორის, ისე დაიქოქა ეს საქმე, ბევრი მომღერალი გამოდის იმ რესტორანში. ყველა პროფესიას პატივს ვცემ, ეს პროფესია კი ასეთია. არანაირად არ ვფიქრობ, რომ ეს სირცხვილია. ყველგან უნდა შეგეძლოს სიმღერა, ყველა კატეგორიის ადამიანთან, ყველა მსმენელთან. მე ამ საქმეს ასე ვუდგები.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here