მერაბ ნინიძის ოჯახში მატებაა

0
4552

მსახიობი მერაბ ნინიძე მეორე შვილიშვილის ბაბუა გახდა. მარიამ ნინიძემ, პატარა გოგონა “ჰერაში” გააჩინა. პატარას ანასტასია დაარქვეს. მერაბ ნინიძის უფროსი შვილიშვილი, ალექსანდრე შუბითიძეა, რომლის აღზრდაშიც მარიამს, დედა მაია ჯაფარიძე ეხმარება.

თავად მსახიობი ქალიშვილის მშობიარობას ვერ დაესწრო.

შვილიშვილის დაბადებას სოციალურ ქსელში მერაბ ნინიძე ასე ეხმაურება: “ამ ბოლო დროს წელიწადში ერთხელ მაინც ბაბუა ვხდები thx to Mariam Ninidze აი დღესაც ასე მოხდა, კეთილი იყოს შენი მოსვლა ანასტასია შუბითიძე. მომავალი წლების ნამატიც უკვე მიხარია!!!!! ჰარალე როგორც იტყვიან”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here