მერაბ ნინიძეს სერიალ “Homeland”-ში მთავარი როლი მისცეს

მერაბ ნინიძეს სერიალ “Homeland”-ში მთავარი როლი მისცეს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სუპერპოპულარულ ამერიკულ სერიალში “სამშობლო” (homeland) გამოჩნდება. გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. სერიალის მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს შეასრულებს, რომელიც აშშ-ს ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციის ხელმძღვანელია. სეზონის ჯერჯერობით ბოლო, მეცხრე სერია ახლახან გამოვიდა, სადაც მიროვის ხმა ისმის და ადვილად შეგიძლიათ ნინიძის ხმის ამოცნობა.

“ფორტუნას” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნინიძის პერსონაჟი ამ სეზონის მეთერთმეტე ეპიზოდში გამოჩნდება, შემდეგ სეზონში კი მისი გმირი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად მოიაზრება. მერვე სეზონის გადაღებები მოსკოვში იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, სერიალის პროდიუსერებმა მერაბ ნინიძე ბრიტანულ სატელევიზიო ფილმში “მაკმაფია” ნახეს, სადაც რუსი მაფიის წევრის როლს თამაშობს. “სამშობლოს” პროდისერებს მიროვის როლში სწორედ ნინიძე წარმოედგინათ და ქართველი მსახიობი როლზე დაითანხმეს.

შეგახსენებთ, რომ “სამშობლო” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ტელესერიალია. მას მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა ჰყავს მთელ მსოფლიოში.

ავტორი: ნინო მურღულია

სიახლეები/

|

April 11, 2018 / 10:56 am

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“ძალიან გგავსო მეუბნებიან” – ლელა წურწუმიამ უსიმპატიურესი დისშვილი გამოაჩინა

მომღერალი ლელა წურწუმია, ინსტაგრამზე მისი დისშვილის სანდრო წურწუმიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლელა წერს, ეუბნებიან, რომ სანდრო მას ძალიან ჰგავს. “ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან ♥️ (ჩემი დისშვილია) მიყვარხარ ჩემო ბიჭო ♥️ ფოტო sashaprishvin ♥️” – წერს ლელა წურწუმია ინსტაგრამზე. სანდრო ლელას დის, ხათუნა წურწუმიას შვილია. მომღერალი საზოგადოებაში მასთან ერთად ხშირად ჩნდება. როგორც ცნობილია ლელა წურ­წუ­მია […]

MISS TRANS STAR International-ზე კესარია აბრამიძე საქართველოს წარადგენს (ფოტო)

ტრანსგენდერების სილამაზის კონკურსზე საქართველოს სახელით კესარია აბრამიძე გამოვა. 2-3- ნოემბერს საერთაშორისო სილამაზის კონკურსი ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში გაიმართება. კესარიას ფოტო უკვე გამოქვეყნებულია კონკურსის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდზე და მას, რასაკვირველია, უამრავი კომენტარი მოჰყვა, ძირითადად, ქართველებისგან – მათ შორის ერთი ნაწილი აკრიტიკებს კესარიას ამ კონკურსზე გამოსვლის გადაწყვეტილებას, მეორე კი მიესალმება და მას წარმატებებს უსურვებს.

„მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება. “მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში. კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. “მის საქართველო 2018”-ის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მერაბ ნინიძე „Homeland“-ში – პირველი კადრები (ვიდეო)

პოპულარულ სერიალში „სამშობლო/Homeland“, რომლის მეშვიდე სეზონი სწორედ ახლა უახლოვდება დასასრულს, ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე გამოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მსახიობი „სამშობლოს“ პროდიუსერებს „მაკმაფიაში“ უანხავთ, სადაც რუსი მაფიის წევრის როლს ასრულებს და რუსი გენერლის როლი შესთავაზეს, რაზეც ქართველი მსახიობი დათანხმდა. მერაბ ნინიძე მეშვიდე სეზონის მე-11 სერიაშ გამოჩნდა. კერი მეტისონი […]

რა არის სიყვარული? – მერაბ ნინიძის საინტერესო პასუხი

მერაბ ნინიძე ჟურნალ O.K.-ის ქართული გამოცემის სტუმარია. მსახიობმა გამოცემისთვის სპეციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, მას ინტერვიუც ჩამოართვეს, სადაც თავისი კარიერის მნიშვნელოვან ეპიზოდებზე საუბრობს. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მას ჟურნალისტმა დაუსვა, ასეთია: რას ფიქრობთ სიყვარულზე? როგორ შეცვალა სოციალურმა ქსელებმა თანამედროვე ურთიერთობები? მსახიობმა კითხვას ასე უპასუხა: ინტერნეტმა ურთიერთობები გაამარტივა. მეორე მხრივ კი ცუდია, რომ რეალური შეხვედრები ვირტუალურმა კომუნიკაციამ ჩაანაცვლა. ახლა […]

“წარმოშობით ქართველი“ – მერაბ ნინიძის წარდგენა კანის კინოფესტივალზე (ფოტოები)

უნგრელი რეჟისორის, კორნეი მუნდრუცოს ​ფილმი "იუპიტერის მთვარე“, რომელშიც მერაბ ნინიძე მთავარ როლს ასრულებს, კანის 70-ე კინოფესტივალის ოფიციალურ პროგრამაში იყო შესული. კანის ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში, წელს 18 ფილმი მოხვდა. მერაბ ნინიძე ფესტივალზე სადად ჩაცმული მივიდა, მას მაისურზე ქართული წარწერა ჰქონდა.

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალსა და „ბი-ბი-სი“-ს სერიალზე, სადაც მთავარ როლს ასრულებს…

მერაბ ნინიძის ცხოვრებაში განსაკუთრებული ეტაპია. მსახიობი შემოქმედებითად საკმაოდ დატვირთულია. ახლახან კანის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში დასახელდა ფილმი „იუპიტერის მთვარე“ მისი მონაწილეობით, რომელიც უნგრელმა რეჟისორმა კორნელ მუნდრუცუმ გადაიღო. გარდა ამისა, შემოდგომაზე მაყურებელი „ბი-ბი-სი“-ს პროექტს იხილავს, სერიალს, რომლის პირველი სეზონის გადაღებები დაწყებულია და მასში მერაბ ნინიძე ერთ-ერთ მთავარ როლს განასახიერებს… რადიო „ფორტუნა“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა მსახიობს. ვრცლად

BBC-ის სერიალში მერაბ ნინიძე მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის ახალ სერიალში McMafia, რომელიც ეკრანზე 2017 წლის ბოლოსკენ გამოვა, მთავარ როლს შეასრულებს.

რეკლამა