მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა

მელორ ვაჩნაძემ ოჯახი დაანგრია და ახლგაზრდა მოდელს გაუმიჯნურდა

ყოფილი პოლიტპატიმარი, მელორ ვაჩნაძე შეყვარებულია, მისი რჩეული “Best model of the world-ის” გამარჯვებული, ლიზი წიგნაძეა. წყვილი თავიანთ ურთიერთობას არ მალავს და ლიზი სოციალურ ქსელში მელორის შესახებ, ემოციურ პოსტებსაც ავრცელებს.

მელორ ვაჩნაძე, რამდენიმე წლის წინ, წარსულში ორჯერ იყო დაქორწინებული, მას ორივე ქორწინებიდან შვილი ჰყავს. როგორც ჩანს, 18 წლის სტუდენტთან, ნინი გოგოტიშვილთან მისი ქორწინება, წარუმატებელი აღმოჩნდა და მეორე ოჯახიც დაენგრა.

“მიუზიკ ბოქსი“ ლიზი წიგნაძეს დაუკავშირდა:

– ლიზი, თქვენი შეყვარებულია მელორ ვაჩნაძე?

– კი, ჩვენ ერთად ვართ. ერთმანეთი ერთი თვის წინ, საერთო მეგობრების დახმარებით გავიცანით. თავიდანვე მომეწონა, ძალიან ყურადღებიანი და კარგი ადამიანია.

– ცნობილია, რომ ის დაქორწინებული იყო, გაჩნდა მოსაზრება თითქოს თქვენ დაანგრიეთ მელორის ოჯახი…

– ასე ნამდვილად არ არის. მე არ დამინგრევია მისი ოჯახი. მელორსაც და მეც გვქონდა პირადი ცხოვრება. საკუთარ პირად ცხოვრებაზე მელორმა თავად უნდა ილაპარაკოს.

– გააცანი ოჯახის წევრებს მელორ ვაჩნაძე?

– ჯერ არ იცნობენ, იციან რომ ჩემი შეყვარებულია და ძალიან მოსწონთ.

– სულ ცოტა ხნის წინ, მელორ ვაჩნაძის და ცირა კობიაშვილის შესახებ გაჩნდა ჭორები, რა ურთიერთობა აქვთ?

– მეც გავიგე ეს ამბავი, მაგრამ ვიცი რომ მელორი ცირას მეგობარია.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე: „ერთი წელია, რაც გავთხოვდი და ჩემი ქმარი სულ გზაშია…“

ნატალია ქუთათელაძემ ჯულიარდის ცნობილი სასწავლებელი დაამთავრა და აშშ-დან გერმანიაში გადავიდა, სადაც ბავარიის ცნობილი ოპერის თეატრში მიიწვიეს. მას იქ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს. ნატალია უკვე ერთი წელიწადია, გათხოვილია, მისი მეუღლე აჩიკო ჯაფარიძეა, რომელიც მეორე ნახევარს ხელს უწყობს და მასთან ხშირად ჩადის მიუნხენში. ნატალიამ ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან: გერმანიაში ვისთან ერთად ცხოვრობ? ნატალია ქუთათელაძე: […]

ნანიკო ხაზარაძე:„ხელფასამდე ორი კვირით ადრე საფულე ცარიელია!..“

ნანიკო ხაზარაძე წერს, რომ ხელფასამდე ორი კვირით ადრე თანხა აღარ რჩება ხოლმე ანგარიშზე. ტელეწამყვანმა შესაბამისი სტატუსი ახლახან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში: „ეს არ ეხება მათ ვინც არ მუშაობთ ❤ და ბევრნი ხართ ასეთი ❤ იგივე ხელფასი მაქვს, რაც მქონდა. ცხოვრების ხარისხი არ გამიუმჯობესებია და ხელფასამდე 2 კვიროთ ადრე საფულე ცარიელია…“ მის სტატუსს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი წერს, რომ ცხოვრება […]

თამო ვაშალომიძის პარიზული არდადეგები (ფოტოები)

თამო ვაშალომიძე დღეებს პარიზში ატარებს და სოციალურ ქსელში უამრავ ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ფრანგულ ღირსშესანიშნაობებთან აქვს გადაღებული. მოდელმა ასევე ვიდეოც დადო, სადაც ჩანს, როგორ მიირთმევს შესანიშნავი ხედის ფონზე შამპანურს. რასაკვირველია, თამოს ისიც არ დაავიწყდა, რომ პარიზში გადაღებული ინტიმური ფოტოებიც გაეზიარებინა მეგობრებისთვის.  

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“შეყვარებულები ძაან ხმამაღალი ნათქვამია, ერთი კვირა ჰყავდა მელორს“ – მელორ ვაჩნაძე ცოლს შეურიგდა

რამდენიმე დღის წინ, "მიუზიკ ბოქსი“ მელორ ვაჩნაძის და მოდელ ლიზი წიგნაძის love story-ს შესახებ წერდა. ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში, მოდელმა განაცხადა, რომ ის და მელორ ვაჩნაძე ერთი თვეა შეყვარებულები არიან და ერთად თავს ბედნიერად გრძნობდნენ. როგორც ჩანს, ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. მელორ ვაჩნაძე მეუღლეს, ულამაზეს ნინი გოგოტიშვილს შეურიგდა. "მიუზიკ ბოქსი“ ნინი გოგოტიშვილს დაუკავშირდა:

რეკლამა