“მე თავიდან ბოლომდე კოტეთი ვსულდგმულობდი“ – განო მელითაური

0
2746

ეკა ხოფერიას გადაცემის გუშინდელი სტუმარი, განო მელითაური იყო. ხოფერიას შეკითხვებს განომ გულახდილად უპასუხა და რა თქმა უნდა, კოტე თოლორდავაზეც ისაუბრა. როგორც რეჟისორმა, გადაცემაში განაცხადა, სწორედ კოტეს გარდაცვალების შემდეგ მიხვდა, რომ ის ძლიერი ქალია.

“მე თავიდან ბოლომდე კოტეთი ვსულდგმულობდი, ყველაფერში მყავდა სერიოზული მხარდამჭერი. ალბათ ვარ ძლიერი, არ ვიცი. ერთ დღესაც მივხვდი, რომ სხვა გამოსავალი არ გაქვს და სხვა შესაძლებლობები, უნარები უნდა იპოვო. სტრესიდან განათლებამ გამომიყვანა, ჩემი ისტორიის გარეშე მივედი სასწავლებლად და მთელი ჩემი ცხოვრება დარჩა აუდიტორიის გარეთ, ფაქტიურად თავიდან დავიწყე ყველაფერი. ასეთი ტრაგედია როცა ხდება შენს ცხოვრებაში, კარგავ ოცნებებს, მიზნებს, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დამიბრუნდა ეს ყველაფერი“ – განაცხადა განო მელითაურმა.

კოტე თოლორდავას მეუღლე ახლა 3 შვილს ზრდის, რაშიც მას მშობლები ეხმარებიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here