მასტერი: „ამის მერე რეპერები ალბათ უფრო მეტს იფიქრებენ, სანამ რამეს ჩაწერენ – სიტყვის თავისუფლების მაგივრად – სიმღერის თავისუფლება…“

0
1939

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, ანუ მასტერი, როგორც მას მისი თაყვანისმცემლები იცნობენ, პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგიმ მიიტანა ამობეჭდილი „სქრინი“, სადაც ჩანს მისი და „ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას მიმოწერა მის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, სადაც ქებურია მასტერს უყვება, როგორ გაღიზიანდა შსს მათი ახალი კლიპის „შავი ზედა“ გამო.

გიორგი პავლიაშვილს ამს შემდეგ ვესაუბრეთ, რაც მან პროკურატურა დატოვა.

მასტერი:

დღეს დილით დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დაკითხვაზე. მათ არ მოუთხოვიათ ჩემი და გიორგი ქებურიას მიმიწერის „სქრინი“, მაგრამ მე თვითონ ამოვბეჭდე და მივიტანე. უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ მე დამკითხეს არა „ბირჟა მაფიას“ წევრების საქმეზე, არამედ იმ საქმეზე, რომელიც პოლიციელების წინაააღმდეგაა აღძღული. დაიტოვეს ის ფურცელი, რომელზეც „სქრინი“ ამოვბეჭდე. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here