“მას ჩემზე მეტად გაუმართლა…” – მიშა სულუხია ავთო აბესლამიძის გამარჯვებას ეხმაურება

0
2318

რა გასაკვირია, რომ სოციალურ ქსელში არ წყდება კამათი “იქს ფაქტორის” გამარჯვებულთან დაკავშირებით – ეს ხომ მუდამ ასეა. ზოგი ავთო აბესლამიძეს ღირსეულ გამარჯვებულად მიიჩნევს, ზოგი კი ფიქრობს, რომ მას სამართლიანად არ გაუმარჯვია.

კუნკურსის ფინალს მიშა სულუხია სოციალურ ქსელში ეხმაურება და ავთო აბესლამიძეს გამარჯვებას ულოცავს.

“ხალხო, არ შეიძლება ასე. მან მოიგო. მისგან დამოუკიდებელი ფაქტორებით. მისი შრომით, მისი პიროვნული ღირებულებების და ნიჭის საფუძველზე. მას ჩემზე და ყველა იმ მონაწილეზე მეტად გაუმართლა ვინც ჯერ კიდევ “იქს ფაქტორის” პრე ქასთინგებიდან დაიწყო ასეულობით კონკურსანტთა რიგებში დგომა. თუნდაც ამიტომ შეაფასეთ და დააფასეთ გამარჯვებისკენ მიმავალ გზა, რომც არ ჯდებოდეს თქვენს გემოვნებაში. ავთულიკ მაგარი ბიჭი ხარ.

ვულოცავ ჩემს მენტორს და გუნდის წევრს ამ გამარჯვებას.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here