მარიამ როინიშვილი პოლიტიკურ სკანდალში მამის გამო გაეხვა

0
3964

მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. საიდანაც ირკვევა, რომ მამის, გია როინიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის გამო, მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

“90-იან წლებში დავიბადე! რაც თავი მახსოვს, საქართველოში სულ არის ერთმანეთის ზიზღი, დაპირისპირებები, მტრობა… 
საბედნიეროდ, ოჯახში მასწავლიდნენ სიყვარულს, ურთიერთგატანას, გვერდში დგომას, სხვისი წარმატებით წრფელად გახარებას, ჯანსაღი ტრადიციების პატივისცემას, მათ შორის დედაშვილობისა და მამაშვილობის განსაკუთრებულ თაყვანისცემას, რაც ძალიან მეხმარებოდა იმ ქაოსის სწორად აღქმას რაც უკვე დავწერე….

დღეს კი პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: ღირს კი ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც წამითაც არ დაფიქრდებიან, მცირედის გამო ისე გადაგთელავენ, არ დაგინდობენ, უკანასკნელი სიტყვებით გაგლანძღავენ, დაგთრგუნავენ……

მე დღესარჩევანშისრულიად უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი.

ხმამაღლა ვაცხადებ და კარგად მინდა გაიგოთ (თუ აქამდე ვერ მიხვდნენ ამას), რომ არასდროს ვყოფილვარ და არც ვიქნები რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მით უმეტეს ვერავინ მნახავს რომელიმე მათგანის მხარდასაჭერ აქციაზე.

მე დღეს ერთი კონკრეტული ადამიანის გვერდში ვიდექი. ადამიანისა, რომელსაც ღრმად მწამს, რომ წრფელად უყვარს თავისი ქვეყანა და სურს მისი წარმატებული მომავალი. ეს კაცი მამაჩემია და ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია მშობლის პატივისცემის განცდა, მინდა ყველამ საღად აღიქვას ჩემი დღევანდელი ნაბიჯი

უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და აღარასოდეს გამოიმეტოთ ის შეურაცხმყოფელი სიტყვები, რომელიც ზოგიეთმა თქვენგანმა ასე უშურველად გამოიმეტა….

კიდევ ერთხელ გთხოვთ და ამჯერად უფრო კატეგორიულად მოვითხოვ: ნუ მისცემთ თავს უფლებას, ასე გამიმეტოთ და ჩემი ადამიანური ნაბიჯი პოლიტიკურად შერაცხოთ

პატივისცემით, მარიამი

რასაკვირველია, მარიამის განცხადებას დიდი გამოხმეუარება მოჰყვა, ერთერთი პირველი სწორედ გია როინიშვილი იყო

ყველა ნაძირალას ვურჩევ, თავი დაანებოს ჩემი ოჯახის წევრზე ფსიოლოგიურ ზეწოლას და სრულიად აპოლიტიკური ადამიანის შეურაცხყოფას!… ვიცი რა მიზანიც ამოძრავებს თითოეულ მათგანს!… ვერ მოესწრებით!… მე ჯერ ცოცხალი ვარ. და გირჩევთ თქვენი ბინძური ხერხები ჩემსკენ მომართოთ, ქვეშაფსიებო!”…….. ჩემს გამო განერვიულებენ მა🙂 მაპატიე!…. მაგათ მეტის ტრ…… არ აქვთ!”

გულდაწყვეტილია მარიამის დედაცთამრიკო ჭოხონელიძეც:

თქვენ კიდევ არ იცით, როგორ გაანადგურეს მარიამი უსამართლო ლანძღვით! ამას ნამდვილად არ იმსახურებდა! ესენი ვინმეზე ნაკლები არიან არააადამიანურობით?! ისე ვიმეტებთ ერთმანეთს…. ვინ მისცა ამათ ამის უფლება?! ეს რა არის, ხალხო, გაგიჟდით? მე ვამაყობ რომ არც მარიამს და არც მის ძმას ღირსება არ დაუკარგავთ და ასეთივე ღირსეულ ტრადიციასრასაც მშობლის პატივისცემა ჰქვიაასე უფრთხილდებიან!!! გონს მოეგეთ!!!!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here