მარიამ კუბლაშვილი – “ესაა ჩვენი ქვეყანა, ძალიან შორს ვართ ცივილიზაციისგან“

0
1845

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

„ბოჭორიშვილის ქუჩაზე ოთხი დღეა წყალი არ არის, გასკდა მილი და შემთხვევით მანქანები გადაურჩა დატბორვას. მანამდე ჩვენი ფარეხი მთელი ზაფხული წყლით იყო სავსე, თავი ტყეში მეგონა კოღოებს ვერ ვიგერიებდი…იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელ მოსალოდნელ შედეგზე ათასჯერ დავრეკეთ წყალკანალში და ვითხოვეთ დახმარება, თუმცა ფაქტი სახეზეა! ახლა დღევანდელი რეალობა კი ისაა, რომ გუშინ ღამე ოპერატორმა მთელი დარწმუნებით გვითხრა, რომ დილის 8 საათზე მოვიდოდა წყალი, შემდგომ 18:00 საათზე, შემდგომ აჟიოტაჟი რომ ატყდა საღამოს 20:00 საათზე…. და აი, კვლავ იგივე ხდება. არც გათბობა ირთვება და გაუსაძლისია აქ გაჩერება!!! ესაა ჩვენი ქვეყანა, არაორგანიზებული, არაპროფესიონალური მიდგომა და ვფიქრობ ჯერ ძალიან შორს ვართ ცივილიზაციისგან! აბა დაგავიწყდეს გადახდა, შედეგი იცით, მათ რომ დაავიწყდათ კი პასუხს არავინ აგებს!“-წერს კუბლაშვილი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here