მარიამ ხორგუაშვილი და ლაშა კალანდაძე დაშორდნენ

0
6135

ლაშა კალანდაძე და მარიამ ხორგუაშვილი, რომლებსაც ულამაზესი ქართველი წყვილის სახელით ვიცნობთ, დაშორდნენ. ინფორმაცია წყვილის დაშორების შესახებ, ინტერნეტში ვრცელდება. მოდელმა და ფეხბურთელმა დაახლოებით ორი წლის წინ იქორწინეს, ლაშა მაშინ ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა, მარიამი კი ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი იყო. წყვილს ქორწილამდე ფართო საზოგადოება არ იცნობდა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ქორწილის ფოტოების შემდეგ, მთელი საქართველო მათ შესახებ ალაპარაკდა.

მარიამს და ლაშას ჰყავთ ერთი ვაჟი, დემეტრე. ლაშა მარიამის პირველი სიყვარულია. დემეტრეს დაბადების შემდეგ, წყვილი ერთხელ უკვე დაშორდა, თუმცა შემდეგ ისევ შერიგდნენ, თუმცა შერიგება ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო დროს მარიამით, რუსული პრესა დაინტერესდა და მოდელი ცოტა ხანში მოსკოვში აპირებს გამგზავრებას. ჩვენ ვცადეთ ლაშასთან დაკავშირება, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

unnamed

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here