მარიამ ჯაშის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია – ქართული პოლიტიკის ახალი სახე

მარიამ ჯაშის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია – ქართული პოლიტიკის ახალი სახე

ქართული პოლიტიკის ახალი სახე, პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი, მარიამ ჯაში მდიდარი პროფესიული ბიოგრაფიის მქონეა, რაც როგორც ამბობს, მისი მეუღლის, დავით გოდერძიშვილის დამსახურებაა, რომელიც 12 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა.

როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნა, ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა.

„18 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით და იმ პერიოდში ეს არაორდინალური საქციელი არ იყო. ჩემი ქალიშვილი დეა, 19 წლისაა და მისი თაობისთვის მთავარი პრიორიტეტი დამოუკიდებლად პროფესიული წარმატების მიღწევაა. მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე. ერთი მხრივ, ძალიან მომწონს ეს მიდგომა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, თავად მოაქვს ყველაფერი და ვერ განსაზღვრავ, რას გააკეთებ.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში მომიწია ოჯახის შექმნა, ძალიან გამიმართლა. მეუღლე პირველი დღიდან იყო ჩემი მხარდამჭერი, რამაც ჩემი პროფესიული წარმატება განაპირობა. რომ არ ყოფილიყო დათო, დაოჯახების შემდეგ, ასეთ მცირე ასაკში ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. პრაქტიკულად, მან გამიხსნა გზა პროფესიული წარმატებისკენ. ნებისმიერი წარმატებული ქალის უკან, აუცილებლად დგას მზრუნველი მამაკაცი“, – აღნიშნავს მარიამ ჯაში.

პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის თქმით, დაქორწინების გადაწყვეტილება, მომავალი მეუღლის გაცნობიდან ექვს თვეში მიიღო.

„დათო ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში გავიცანი. სწარაფად განვითარდა მოვლენები. ექვს თვეში დავქორწინდით. დათო 22-ის იყო, წარმოუდგენალად ძლიერი, პრინციპული, მუდმივად მზრუნველი. მასთან ერთად ჩემი ცხოვრება ყვავილებით სავსე იყო. სიურპრიზები უყვარდა, ძალიან ლამაზად შეეძლო რაიმეს შეფუთვა და მორთმევა. 10 წელი ვიყავით ერთად და ყოველი დღე საინტერესი იყო.

დათომ გარდაცვალების შემდეგ, ყოველმხრივ მომზადებული დამტოვა, თუ შევძელი ოჯახის გაძღოლაც და პროფესიული კარიერის გაგრძელებაც, მისი დამსახურებაა. ახლაც, როცა რამის გადაწყვეტა მინდა, ვფიქრობ, რას იზამდა დათო. მინდა, რაზეც ერთად ვოცნებოდით. ის ავიხდინო – ჩვენი შვილები განათლებულ, კარგ და რაც მთავარია, კეთილ ადამიანებად აღვზარდო“, – ამბობს ჯაში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის ასაკში დაქვრივდა, ოჯახის მეორედ შექმნაზე არ უფიქრია.

„პირველ წლებში, როცა ამ თემაზე მესაუბრებოდნენ, ჩემთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელი იყო. იმდენად ძლიერი და დიდი იყო ის სიყვარული, რომელიც მე და დათოს ცხოვრებამ გვაჩუქა, რომ რთული იყო, ამის შემდეგ რამეზე მეფიქრა.

ცხოვრების მადლიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანის გვერდით მომიწია ცხოვრება, ჩვენი სიყვარულის გაგრძელება კი ჩვენი ორი შვილია“, – აღნიშნავს მარიამ ჯაში.

 

სიახლეები/

|

November 18, 2016 / 2:38 pm

TOP სიახლეები

ინსტრუქტორმა Victoria’s Secret-ის ”ანგელოზების” ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა

ჯასტინ გელბანდმა სახელი Victoria’s Secret-ის ”ანგელოზების” ინსტრუქტორობით გაითქვა. რამდენიმე დღის წინ, ფიტნეს-გურუს ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მან ცნობილი ლამაზმანების ფორმაში ყოფნის საიდუმლო გაამხილა. გელბანდის თქმით, ლამაზი სხეულის მისაღებად აუცილებელია ჯერ სწორი კვება და შემდეგ სწორი ვარჯიში. ჯასტინის თქმით, ის ცნობილი დეტქოს-დიეტების აქტიური მოწინააღმდეგეა, რადგან მსგავსი რეჟიმით კვება არასაკმარის ენერგიას იძლევა, რამაც საბოლოოდ შესაძლოა საპირისპირო ეფექტიც კი […]

ფერგიმ სექსუალური პრომოპოსტერები წარმოადგინა

უკვე 10 წელია, რაც ფერგის ახალი ალბომი არ გამოუშვია. მომღერალი პერიოდულად სიმღერებს უშვებს. ამ დღეებში კი მან ”ინსტაგრამზე” პრომოკადრები და ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებზეც სრულიად შიშველი პოზიორობს. ფოტოები ერთ საერთო ვიზუალურ კონცეფციას ქმნის, თუმცა ფერგიმ უარი თქვა მის გაშიფვრაზე. რაც შეეხება დისკს, უკანასკნელად მასზე ფერგიმ 2016 წელს ისაუბრა. მაშინ მან პირობა დადო, რომ რელიზი 2017 წელს […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა