MARE NOSTRUM – რიშარ გალიანოს ბრწყინვალე პროექტი რუსთაველის თეატრში

MARE NOSTRUM – რიშარ გალიანოს ბრწყინვალე პროექტი რუსთაველის თეატრში

სამშაბათს, 2017 წლის 24 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე,  რუსთაველის თეატრში მუსიკისა და ხელოვნების ახალი საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ გახსნა ევროპული ჯაზმუსიკის ბრწყინვალე პროექტით MARE NOSTRUM!

ეს არის ჯაზის, ფოლკის და კლასიკის ნორდულ-ხმელთაშუა ფიუჟენი, რომლითაც  სამი ვირტუოზი მუსიკოსი თავის მედიტაციურ-ნაღვლიან თუ აზარტულ-ხალისიან მუსიკალურ განწყობას გაუზიარებს მსმენელს.  კონცერტის დასასრულს დარბაზს კიდევ ერთი ამაღელვებელი საჩუქარი ელის – ტრიოს შეუერთდება ქართული ეთნოჯაზჯგუფი „ირიაოს“ სამი ვოკალისტი, ბუბა მურღულია, მიშო ჯავახიშვილი და გაგა აბაშიძე და  ერთობლივად შეასრულებენ კომპოზიტორ დავით მალაზონიას ორიგინალურ ნაწარმოებს.

ფესტივალი „თაგის არტის“ ორგანიზებით ტარდება სამი ვირუტუოზი შემსრულებლის – იტალიელი მესაყვირე პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტ რიშარ გალიანოს და შვედი პიანისტ იან ლუნდგრენის მონაწილეობით.

„ამ კონცერტით, ფაქტობრივად, მსმენელს გავაცნობთ ახალ დაფუძნებულ საერთაშორისო ფესტივალს „თბილისი რიტმი“, რომლის დანიშნულებაა კულტურათაშორისი ინტეგრაციით  მუსიკისა და ხელოვნების შემეცნებითი განვითარების ხელშეწყობა, ცნობილი უცხოელი არტისტების მოწვევით კონცერტების, მასტერკლასების ჩატარება და ფართო ასპარეზზე ქართველი მუსიკოსების წარმოჩენა“ – აცხადებს ღონისძიების ორგანიზატორი, „თაგის არტის“ დირექტორი და პროდიუსერი ანი ლაღიძე.

„თბილისი რიტმი“ რამდენიმედღიანი ფესტივალია, რომელსაც დედაქალაქი უმასპინძლებს ყოველ გაზაფხულზე. მის ფარგლებში კონცერტების პარალელურად მოეწყობა ჯემსეიშენები, მასტერკლასები, საგანმანათლებლო დისკუსიები ხელოვნების სხვა და სხვა ჟანრებისა თუ მიმართულებების თემაზე.

სიახლეები/

|

October 19, 2017 / 1:58 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანრი ჯოხაძის ახალ კლიპში შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბით გამოჩნდა (ვიდეო)

ანრი ჯოხაძე საზოგადოებას მალე ახალ კლიპს წარუდგენს. მასში ცნობილი სახეები მონაწილეობენ, მათ შორის შორენა ბეგაშვილი საპატარძლო კაბაში, მსახიობი თაკო აბაშიძე, მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე და სხვები. „მრავალი წელია, არ ამიწყვეტია. მალე ახალი კლიპი“ – გააზიარა ვიდეოდან ამონარიდი ანრი ჯოხაძემ. კლიპიდან ამონარიდს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ანრის ახალ ნამუშევარს მისი თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან. (ვიდეო)

აჩი ფურცელაძემ და სალომე გოგიაშვილმა საზაფხულო ჰიტი ჩაწერეს (ვიდეო)

აჩი ფურცელაძე და სალომე გოგიაშვილი ჩელენტანოს ძველი სიმღერის ქართული ვერსიის ახლებურ ვარიანტზე მუშაობენ. არანჟირების ავტორი დავით უგრეხელიძეა. როგორც გახსოვთ, ეს სიმღერა, რომლის სახელწოდებაა „რომ არ მოგეფერო“, წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. აჩიმ და სალომემ ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც საუბრობენ, რომ ამ სიმღერის საცეკვაო ვერსიას მალე მოვისმენთ და ახალი საზაფხულო ჰიტი გველოდება. (ვიდეო)

„Soho“ ბათუმში ნინი ბადურაშვილის კონცერტს გეგმავს

ბათუმში მდებარე პოპულარულ კლუბში „Soho“ ნინი ბადურაშვილის კონცერტი იგეგმება. 21 ივლისს მომღერალი მსმენელის წინაშე ბენდ „Non-Stop“-თან ერთად წარდგება. ჯგუფთან ერთად ნინიმ ახალი ლაივ-პროგრამა გააკეთა. მას ბექვოკალისტებიც უმშვენებენ გვერდს. ნინიმ თავისი რეპერტუარის პრეზენტაცია, სადაც ქართული და უცხოური ჰიტები შედის, მცირე ხნის წინ თბილისში გააკეთა. ნინიმ თავად დააანონსა 21 ივლისის კონცერტი და აღნიშნა, რომ კლუბში მოსულ მსმენელს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში რიშარ გალიანოს კონცერტი გაიმართება

24 ოქტომბერს რუსთაველის თეატრში საინტერესო მუსიკალური სინთეზის მომსწრენი გახვდებით. MARE NOSTRUM – ასე ჰქვია კონცერტს სამი ვირტუოზი შემსრულებლის მონაწილეობით. იტალიელი წარმოშობის ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო, რომელიც მეხუთედ სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს, ამჯერად საპატიო მისიით ჩამოდის, რათა ცნობილ ჯაზმუსკოსებთან – ბერჩიდას ჯაზფესტივალის (სარდინია, იტალია) სამხატვრო ხელმძღვანელთან, სახელგანთქმულ იტალიელ მესაყვირესთან პაოლო ფრეზუსთან და შვედ პიანისტ, ისტადის (Ystad) ჯაზფესტივალისა […]

რეკლამა