Mano Le Tough 7 ოქტომბერს „სფეისჰოლს“ ეწვევა – DECODER-ის სერია გრძელდება

Mano Le Tough 7 ოქტომბერს „სფეისჰოლს“ ეწვევა – DECODER-ის სერია გრძელდება

მცირე ხნის წინ თბილისში ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია DECODER დაფუძნდა. 20-21 სექტემბერს მათი პირველი სტუმარი იყო ნიკოლას ჯაარი, ცნობილმა არტისტმა 20 სექტემბერს რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში ამბიენტ-პროგრამა დაუკრა, 21-ში კი „სფეისჰოლში“ შეკრებილ მსმენელს ორსაათიანი განსხვავებული რეპერტუარი წარუდგინა, დარბაზში შეკრებილ რამდენიმე ათას ადამიანს ის ბისზეც გამოეცხადა.

მალევე DECODER-მა მეორე ღონისძიების ანონსიც დადო. ზოგადად, ფესტივალის კონცეფცია მუსიკალურის გარდა, ციფრული ხელოვნების დემონსტრირებასაც  ითვალისწინებს და ის თვეში ერთხელ ახალ ღონისძიებებს გამართავს, თუმცა ამ შემთხვევაში, გამონაკლისი დაუშვეს და ვინაიდან არტისტთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებული იყო, 7 ოქტომბერს თბილისს გერმანიაში მოღვაწე ირლანდიელი DJ და პროდიუსერი, Mano Le Tough ეწვევა. მასთან ერთად სცენას ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელი Tade დაიკავებს.

MANO LE TOUGH თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი და უნიკალური ჟღერადობის მქონე არტისტის – NIALL MANNION-ის სასცენო სახელია. 2012 წლიდან THE DRIFTER-სა და BAIKAL-თან ერთად მართავს ლეიბლს MAEVE, სადაც გამოიცემა ისეთი არტისტების რელიზები, როგორიცაა: MATTHEW DEKAY, RIPPERTON, DIXON.

BUZZING FLY და INTERNASJONAL-ზე გამოცემული წარმატებული EP-ბის შემდეგ, 2013 წელს MANO LE TOUGH-ს სადებიუტო ალბომი „CHANGING DAYS“ მიუხენში დაფუძნებულ PERMANENT VACATION-ზე გამოვიდა, რასაც კიდევ ერთი წარმატებული LP – TRAILS მოჰყვა. MANO LE TOUGH-ს მტკიცედ სწამს, რომ დიჯეინგი ხელოვნების ფორმაა. მისმა ეკლექტურობამ, მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა და საკუთარი თავის მუდმივმა გამოწვევამ ისეთი კლუბების რეგულარული სტუმარი გახადა, როგორიც არის: BERGHAIN / PANORAMA BAR, TROUW, ROBERT JOHNSON, OUTPUT და ა.შ.

TADE, პროდიუსერი და DJ მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული კომპოზიციები, რომლებსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა.

ონლაინ ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე www.spacehall.com. ფასები პირველ ეტაპზე 20 ლარია, შემდეგ 30 ლარი, იგივე თანხა იქნება ასევე ადგილზე ბილეთის შეძენის შემთხვევაში.

 

სიახლეები/

|

September 29, 2017 / 4:56 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

გიგა მაქარაშვილი: „ერთი კეთილი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნინო ქათამაძის შესახებ…“

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ახლახან, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურამდე თბილისიდან გზა ფეხით გაიარა, სოციალურ ქსელში ამ რთულ რთულ დღეებს იხსენებს და იხსენებს ასევე ნინო ქათამაძის ზარს, რომელმაც მისიე რთი საღამო შეცვალა. გთავაზობთ გიგას სტატუსს: „ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს: ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის […]

„მგონია, რომ ბელა მირიანაშვილი მიწაზე ფეხს არ ადგამდა“ – ქართული სტილის კერპის საღამო ფუნიკულიორზე

18 ოქტომბერს, ფუნიკულიორზე თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი ქართველი კინოვარსკვლავის, ულამაზესი ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კინომსახიობი სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამ სფეროდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვინც მისი როლები ფილმში თუ სპექტაკლებში ნახა… ბელა მირიანაშვილის საღამო ბასა ფოცხიშვილისა და მისი გუნდის რეჟისურით დაიდგა. პროექტის წარმდგენი თბილისის მოდის კვირეულის „სტილის კერპის“ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა