მანიკა ასათიანი: “ვნახოთ ახალ სეზონზე რა მოხდება”

0
3308

“იმედის დილა“ დღეს მაყურებელს დაემშვიდობა. ცნობილი გახდა, რომ არხის ფორმატის ცვლილებას გადაცემა შეეწირა და მას საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა შეცვლის. წამყვანები მაყურებელს თავად დამეშვიდობნენ. ყველასთვის მოულოდნელი იყო, არხიდან მანიკა ასათიანის გაშვება, რომელიც მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა. “მიუზიკ ბოქსი“ მას დაუკავშირდა:

– მანიკა, მოულოდნელი იყო თქვენთვის „იმედის დილის“ დახურვა?

– მოულოდნელი არ ყოფილა, ერთი თვით ადრე ვიცოდით ეს რომ მოხდებოდა. იმედის დილა ფორმატს იცვლის და ამიტომ მოხდა ცვლილებები, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მიყვარდა იმედის დილა.

– გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები არხის ხელმძღვანელობასთან, სხვა გადაცემებზე?

– იმდენად ახალია ეს ამბავი, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. არ მინდა ეს ტაიმ-აუტი დიდხანს გაგრძელდეს, ვნახოთ ახალ სეზონზე რა მოხდება, „იმედზე“ ცვლილებებია, რომელიც სხვა გადაცემებსაც შეეხო და ვნახოთ რა მოხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here