მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი მესამედ თხოვდებიან

მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი მესამედ თხოვდებიან

სხვა რაკურსს“ მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ. მათ საკუთარ პირადულ ამბებზე ისაუბრეს გადაცემის წამყვანთან და გაამხილეს, რომ ახალი რჩეულები ჰყავთ.
ია სუხიტაშვილი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეა. მსახიობი მესამედ აპირებს დაქორწინებას. პირველი ქორწინებიდან მსახიობ კახა ახვლედიანთან მას ბიჭი ჰყავს, მეორედ იამ ბედი ასევე კოლეგას, მიშა მესხს დაუკავშირა, თუმცა რამდენიმეწლიანი ქორწინება დასრულდა. მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ. მიზეზებზე არც ერთ მათგანს არ ულაპარაკია. როგორც ამბობენ, მიშა შერიგებას ცდილობდა, მაგრამ იამ ურთიერთობა დაასრულა. და აი, ბოლო პერიოდია მისი საყვარელი მამაკაცი სანდრო შარაშიძეა. წყვილი პირველ ერთობლივ შვილს ელოდება, ბიჭს და უკვე ერთად ცხოვრობენ. იას ვაჟიც მათთან ერთად ცხოვრობს. როგორც იამ აღნიშნა, მისი რჩეული ინჟინერია, პროფესიაში განსხვავება საინტერესოა და ზოგჯერ შესაძლოა, სხვა პროფესიის ადამიანმა მსახიობს უფრო კარგად გაუგოს, ვიდრე კოლეგა მამაკაცმა…
მაკა ზამბახიძე უკვე ორი წელია, მეორე მეუღლეს, ვახო ჭუმბურიძეს დაშორდა. მაკასაც პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, სალომე, რომელიც დედიკოს გზას დაადგა, კარგად მღერის და ცნობილ დედას სიმღერებსაც უწერს. მაკასა და ვახოს, იასა და მიშას მსგავსად, არ ჰყოლიათ საერთო შვილი. მაკას ახალი რჩეულის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის 28 წლის ძიუდოისტი, მიხეილ ჩოხელია. როგორც მაკამ ტელეინტერვიუში აღნიშნა, საყვარელი მამაკაცისგან ქორწინებაზე შეთავაზება უკვე მიიღო, „არ გავიპრანჭე“, დასძინა მომღერალმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ის მესამედ გათხოვდება.
იას და მაკას ვულოცავთ გაბედნიერებას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.
ვრცლად

სიახლეები/

|

October 13, 2017 / 12:15 pm

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ბიორკი: „როგორც იქნა, ორი შოუ საქართველოში!..“

ისლანდიელი შემსრულებელი, ბიორკი, თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გევრდზე აქვეყნებს „SOU ფესტივალის პლაკატს, თავისი გამოსახულებით და აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ორი შოუ გაიმართება. „როგორც იქნა, ცოცხალი შესრულებით შესანიშნავ საქართველოში – ორი შოუ! პირველი შოუ: 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მეორე შოუ: 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ორივე შოუს დასაწყისი 21:00 საათზე ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაკა ზამბახიძე: „არ გავთხოვილვარ!..“

მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი ამ შაბათს დაქორწინდა. მისი რჩეული თეო გაბრიელაშვილია. წყვილს რამდენიმე თვეა, ურთიერთობა აქვს, რომელიც ახლახან ქორწინებით დაგვირგვინდა. მაკა ზამბახიძისთვის ვახო მეორე მეუღლე გახლდათ, პირველთან თინეიჯერი შვილი ჰყავს, სალომე, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის და სიმღერებსაც წერს. მაკასა და ვახოს ერთობლივი შვილი არ ჰყოლიათ. დიდი ხანი ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაშორდა, მაგრამ პრესასთან არც ერთს […]

მაკა ზამბახიძის ექსმეუღლე ქორწინდება – ვინ არის მისი რჩეული

თბილისში დიდი ხნის განმავლობაში ჭორაობდნენ, რომ მაკა ზამბახიძე მეუღლეს, ვახო ჭუმბურიძეს დაშორდა. თავად წყვილი ამას არ ადასტურებდა, მაკა საცხოვრებლად წყნეთში გადავიდა შვილთან ერთად, მაგრამ ამის მიუხედავად, პრესასთან მეორე მეუღლესთან გაშორებას არ ადასტურებდა. რაღაც პერიოდი ამბობდნენ, რომ მაკა და ვახო კი იყვნენ დაშორებულები, მაგრამ შერიგდნენ… მცირე ხნის წინ თავად ვახომ დაადასტურა მაკასთან დაშორების ამბავი, როცა ივლისში […]

“ძალიან მინდა იდეალური ფორმები მქონდეს“ – მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე საკუთარ გარეგნობაზე ბოლო დროს აქტიურად ზრუნავს. ამის შესახებ მან ჟურნალ „სარკეს“ განცუხადა. "34 წლის ვარ, არ მიყვარს ქალები ასაკს რომ მალავენ, ყოველთვის გაგიმხელთ ასაკს. წელიწადნახევარია სპორტულად ვცხოვრობ, ყოველდღე ვვარჯიშობ. რამდენადაც ვახერხებ სწორად ვიკვებები. შეიძლება უკეთესი ფორმებიც მქონოდა, მაგრამ არ ვნებდები. ძალიან მინდა იდეალური ფორმები მქონდეს“ - განაცხადა მაკამ.

მაკა ზამბახიძემ წყნეთში საკუთარი სახლი ზღაპრულ ადგილად აქცია

მაკა ზამბახიძე რამდენიმე თვეა, რაც საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა, რომელიც წყნეთში ააშენა. მან სამოთახიანი საკუთარი ბინა თავად მოაწყო, ყველაფერი საკუთარი გემოვნებით დააგეგმარა და თითოეული დეტალი თავად შეარჩია. სახლი ძალიან თბილ ფერებშია გადაწყვეტილი. ახლახან კი მაკამ საახალწლოდაც მოაწყო სახლი, რომელიც ნამდვილად ჯადოსნურ ადგილად გარდაქმნა. მომღერალს ულამაზესი და დიდი ნაძვის ხე უდგას, სახლი კი სხვადასხვა საახალწლო დეტალებით […]

მიშა მესხი და ია სუხიტაშვილი დაშორდნენ

მიშა მესხის და ია სუხიტაშვილის დაშორებაზე დიდი ხანია საუბრობენ. თუმცა არცერთი მხრიდან ამის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა. ჭორები მას შემდეგ გაქარწყლდა, როდესაც გასულ წელს ია სუხიტაშვილი ზაზა ურუშაძის ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს, მათ შორის რა თქმა უნდა მიშა მესხს, ოსკარების დაჯილდოებაზე გაჰყვა.

რეკლამა