მაკა ზამბახიძე: „არ გავთხოვილვარ!..“

მაკა ზამბახიძე: „არ გავთხოვილვარ!..“

მაკა ზამბახიძის ყოფილი ქმარი ამ შაბათს დაქორწინდა. მისი რჩეული თეო გაბრიელაშვილია. წყვილს რამდენიმე თვეა, ურთიერთობა აქვს, რომელიც ახლახან ქორწინებით დაგვირგვინდა. მაკა ზამბახიძისთვის ვახო მეორე მეუღლე გახლდათ, პირველთან თინეიჯერი შვილი ჰყავს, სალომე, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის და სიმღერებსაც წერს. მაკასა და ვახოს ერთობლივი შვილი არ ჰყოლიათ.

დიდი ხანი ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაშორდა, მაგრამ პრესასთან არც ერთს არ დაუდასტურებია ეს ხმები. საბოლოოდ, მცირე ხნის წინ ვახომ თავად დაწერა, რომ მაკა ზამბახიძის ახლა უკვე ყოფილი მეუღლეა და მალევე სოციალურ ქსელში ახალ რჩეულთან ერთად გამოჩნდა.

დღევანდელ „პრაიმტაიმში“ კი წყაროზე დაყრდნობით წერენ, რომ მაკა ხამბახიძეც გათხოვდა და მისი მეორე ნახევარი მოჭიდავე მიხეილ ჩოხელია. სტატიაში აღნიშნულია, რომ წყვილი ოთხი თვეა, ერთად ცხოვრობს და მათ შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა, მიშა მაკაზე პატარაა.

Fortuna.ge მაკა ზამბახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცელი პასუხის გაცემა არ ისურვა და ორი წინადადებით შემოიფარგლა:

„არ გავთხოვილვარ ჯერ და რომ გავთხოვდები, გაგაგებინებთ…“

სიახლეები/

|

October 2, 2017 / 2:32 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ გამოიყურება კახი კავსაძის მსახიობი შვილიშვილი, რომელსაც მარიონ კოტიარს ადარებენ

ირინკა კავსაძე კახი კავსაძის შვილიშვილია. ის აშშ-ში ცხოვრობს და თეატრში თამაშობს. პროფესიით მსახიობი გახლავთ. ირინკას სოციალურ ქსელში უამრავ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენთ, რომლებიც სპექტაკლებზეა გადაღებული, ასევე სხვადასხვა იმიჯით. 15 წელზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობს, 10 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ის კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლის შვილია. მუშაობს „სინეტიკ თეატრში“, სადაც ირაკლიც მუშაობს. მამა-შვილმა ერთად ითამაშა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“. […]

ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად პარიზშია (ფოტოები)

ბერა ივანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ბიძინა ივანიშვილის მეგობრის შვილი, ნანუკა გუდავაძე. ულამაზესი გოგონა მოდელი და ბლოგერია. ბერასა და ნანუკას ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა თაფლობის თვე უკვე მოიწყვეს. ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე აქვს გადაღებული სიყვარულის ქალაქში, პარიზში. წყვილს კიდევ ერთხელ ულოცავენ გაბედნიერებას. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბერამ კი ყველას […]

ანრი ჯოხაძის კლიპი ყველა ქართველის სათქმელით – „მთავარი არ არის, ვინ ვისთან დაწვება და ვინ ძუძუს გამოაჩენს…“

ანრი ჯოხაძის ახალი კლიპი, რომელიც მან ნიკო გომელაურის ლექსზე შექმნილ სიმღერაზე გადაიღო, კინო „ამირანში“ შეკრებილმა საზოგადოებამ 20 სექტემბერს იხილა. ვიდეორგოლი სამჯერ აჩვენეს, რადგან ხანგრძლივი აპლოდისმენტების ფონზე პუბლიკა მის გამეორებას ითხოვდა. ალბათ, მეოთხედაც გაიმეორებდნენ, თუმცა ანრიმ აღარ ისურვა და ყველას გარეთ მოუხმო. „ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა“, ეს ფრაზა ნიკო გომელაურის ცნობილი ლექსიდან, ალბათ, ყველა ჩვენგანს ახსოვს. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაკა ზამბახიძემ შვილთან და „ნონსტოპთან“ ერთად ახალი კლიპი გადაიღო

მაკა ზამბახიძემ და მისმა ქალიშვილმა, ასევე მომღერალმა, სალომე ჩიტაძეც, ბენდ „ნონსტოპთან“ მცირე ხნის წინ დაიწყეს თანამშრომლობა და უკვე სიახლეებიც აქვთ. მათ პროდიუსირებას კახა მამულაშვილი უწევს. ჯგუფმა ლელა წურწუმიას ძველი სიმღერის „უხერხული სიჩუმე“ ახალი ვერსია გააკეთა და კლიპიც გადაიღეს. მაკა ზამბახიძე: „უხერხული სიჩუმე“ ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან ერთ-ერთი ძველი სიმღერაა, რომელიც მე და ჩემმა შვილმა, სალომე ჩიტაძემ, […]

22 ივლისს მაკა ზამბახიძე ბათუმის „Soho“-ში კონცერტისთვის ემზადება

22 ივლისს, მაკა ზამბახიძე ბათუმში, კლუბ „Soho“-ში კონცერტს გამართავს. საინტერესოა, რომ ის მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამით წარდგება, რომელიც სპეციალურად ბენდთან ერთად ასეთი საღამოებისთვის შეადგინა. მაკას გვერდს მისი ქალიშვილი, მომღერალი სალომე ჩიტაძე დაუმშვენებს. დედა-შვილს ქართული და უცხოური ჰიტების კრებული აქვს შერჩეული. ბენდ „Non-Stop“-თან ერთად მათ უკვე დიდი ხანია, რეპეტიციები გაიარეს. ახლახან მაკა და სალომე ყაზახეთში გაემგზავრნენ […]

მაკა ზამბახიძე ნანიკო ხაზარაძეს აკრიტიკებს

მაკა ზამბახიძის ქალიშვილი, სალომე ჩიტაძე „იქს ფაქტორს მისი მენტორის, ნანიკო ხაზარაძის გადაწყვეტილებით გამოეთიშა. სალომეს არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა, მაგრამ ოთხ სკამზე ადგილი ვერ შეინარჩუნა. მაკა ზამბახიძემ საკუთარი მოსაზრება ამ თემაზე სოციალური ქსელის საშუალებით გამოთქვა და აღნიშნა: „ყველას, ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ Salome Chitadze – ს, უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით – დათო ევგენიძეს, რომელმაც […]

მაკა ზამბახიძის ჯადოსნური საახალწლოდ მორთული სახლი წყნეთში და ნეკა სებისკვერაძესთან მეგობრობის ამბავი

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი მესამედ თხოვდებიან

სხვა რაკურსს“ მაკა ზამბახიძე და ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ. მათ საკუთარ პირადულ ამბებზე ისაუბრეს გადაცემის წამყვანთან და გაამხილეს, რომ ახალი რჩეულები ჰყავთ. ია სუხიტაშვილი უკვე ცხრა თვის ფეხმძიმეა. მსახიობი მესამედ აპირებს დაქორწინებას. პირველი ქორწინებიდან მსახიობ კახა ახვლედიანთან მას ბიჭი ჰყავს, მეორედ იამ ბედი ასევე კოლეგას, მიშა მესხს დაუკავშირა, თუმცა რამდენიმეწლიანი ქორწინება დასრულდა. მათ საერთო შვილი არ […]

რეკლამა