მაკა ჩიჩუა: „ეს ხუთი წელი ნამდვილად არ მომენატრება…“

მაკა ჩიჩუა: „ეს ხუთი წელი ნამდვილად არ მომენატრება…“

პრეზიდენტის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ თათია შარანგიას გადაცემაში ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, პროფესიის არჩევაზე, საკუთარი ხასიათის შტრიხებზე. რასაკვირველია, გააკეთა კომენტარი იმაზეც, თუ როგორ ხვდება გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვას და ასევე ჭორებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მათი ოჯახის და პრეზიდენტის გარშემო ტრიალებდა…

მაკა ჩიჩუა:

„ვერაფერს აკონტროლებ ცხოვრებაში საკუთარი თავის გარდა. როცა ასეთი პერსონა ხარ, რომ ყველას თვალი და ყური შენკენ არის მომართული, იქ ბუნებრივია, არის კრიტიკაც, შეიძლება, კრიტიკაზე მეტიც, – ლანძღვა, ვისაც როგორ შეუძლია… არ მახსოვს, რომ როცა გიორგი ოპოზიციაში იყო, მისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ადამიანი გაელანძღა. ეს არის კორექტულობის და კულტურის საკითხი და არა იმიტომ, რომ მას ემოცია არ აქვს ან ზევიდან იყურება… მართლა ვიცი ის პროგრამაც და პირველი ნაბიჯებიც, რაც გვინდოდა გადაგვედგა ქვეყანასთან მიმართებაში. რატომღაც ეს ყველაფერი ამოტრიალდა და სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა და ამაზე მწყდება გული. ეს ხუთი წელი, რაც მახსოვს, იყო ჩემი ლანძღვაც, ეს არ არის მაინცდამაინც გასაკვირი. მე ჩემი ქვეყანა მედარდება… რომელიც სულ ელოდება, რომ რაღაც უკეთესობა იქნება.

როგორ ფიქრობთ, ამ ხუთლიანი პერიოდის მერე დაისვენებთ თუ მოგენატრებათ?

არა, ეს პერიოდი არ მომენატრება ნამდვილად. ისედაც ცხოვრებაში არაფერი მენატრება. ყოველთვის მაინტერესებს, მერე რა იქნება. ყოველთვის კარგად გამახსენდება ის, რაც კარგი იყო და დავივიწყებ იმას, რაც ცუდი იყ (იღიმის).

არჩევნებზე ვის მისცემთ ხმას?

ჯერ არ ვიცი… ძალიან რთულია. ვიღაცას ხომ უნდა მისცე ხმა? ჩემი მოქალაქეობრივი ვალიად ა ყველას მოვუწოდებ, მივიდნენ არჩევნებზე დადააფიქსირონ საკუთარი ხმა. ვერ წარმომიდგენია, ვინ შეიძლება იყოს ჩემი ფავორიტი. აი, დათო უსუფაშვილი მახსენდება… და თუ კიდევ ვინმე გამოჩნდა… რთული გამოცდის წინაშე ვდგავართ ისევ. რა არის, იცით? პრეზიდენტს დღეს იმდენად შეზღუდული აქვს უფლებები, სიმბოლურ პერსონად დატოვეს. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლო ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქვეყნის გარეთ შენს ოჯახთან ერთად მიდიხარ, ბუნებრივია, უნდა დაიმსახურო სიმპათია როგორც შენიგ არეგნობით, ასევე შინაგანი და გონებრივი მონაცემებით. მე ვანხე და ვიცი, როგორ გიყურებენ და რა შეფასებები აქვს ქვეყნის პირველ პირს და მთავარსარდალს. მე მაინც ვისურვებდი, რომ პრეზიდენტობა ასე დაკნინებულად არ მისულიყო აქამდე. შეიძლება, გახდე საპარლამენტო რესპუბლიკა, მაგრამ ეს პრეზიდენტის დაკნინების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუ სიმბოლოა, მას ნებისმიერ ქვეყანაში ეთაყვანებიან. აჰყავთ უმაღლეს დონეზე. როგორ შეიძლება, სიმბოლო გა,ოაძევო სიადანღაც? სასახლეზე იყო კიდევ ლაპარაკი. თუ სიმბოლოა, იმ სასახლეში დატოვე შენი მომავალი პრეზიდენტი. აღარ იქნება გიორგი, თუ არ გინდოდა, რომ გიორგი ყოფილიყო, თანაც, იმ სასახლეში მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე მიდიოდა. ხომ აშენდა? რატომ გინდა, რომ ჩააქვავო და სიბნელეში მოაქციო?!.იქ ეზოა, სადაც ორკესტრი დგება… ცერემონიას გააკეთებ, რასაც მეორე სასახლეში ვერასდროს მოახერხებ. ის სასახლე რომ ააშენეს, ძალიან ბევრმა პროფესიონალმა იმუშავა. ეს არ არის რეზიდენცია, რადგან იქ ოჯახი ვერ იცხოვრებს. მეოთხე სართულზე არის ერთი მოსასვენებელი ოთახი. ერთადერთი ოთახია შხაპით.

გადაწყვეტილი თუ გაქვთ, რა იქნება თქვენი ცხოვრების შემდეგი ეტაპი?

ჯერჯერობით ბავშვებზე ვარ ორიენტირებული. ცოტა რომ წამოიზრდებიან, მინდა, რომ სულ ამით შეზღუდული არ ვიყო. მინდა, ჩემი საქმე ვაკეთო და წინ გავიდე. ყველა შემთხვევაში მინდა, ვიმუშაო, ვხატო და ამას ძალიან დიდი ენერგია და დრო სჭირდება.

(ვიდეო)

 

სიახლეები/

|

September 20, 2018 / 1:21 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაკა ჩიჩუა ტელეგადაცემას წაიყვანს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი მალე ერთ-ერთ არხზე გამოჩნდება. ტელეკომპანია „მესამესგან“ მან შეთავაზება მიიღო და ტელეწამყვანობას დათანხმდა. როგორც გადაცემის ახლად გავრცელებულ ანონსში თავად აღნიშნავს: „მე პირადად სათქმელი მართლაც ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე „მესამეზე“ ვისაუბრო“. ანონსში ჯერჯერობით არ არის მითითებული, როდის გავა არხის ეთერში ახალი გადაცემა მაკა ჩიჩუას მონაწილეობით. შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს პირველი ლედი, ამ […]

ექსპრეზიდენტის ვაჟები თემო და თომა – პატარების უსაყვარლესი ფოტოები

გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ორი საერთო ვაჟი ჰყავთ – თემო და თომა. პატარები ერთად, როგორც ჩანს, ძალიან კარგად ერთობიან. მაკა ჩიჩუამ სოციალურ ქსელში ცალკე თომას ფოტოებიც გამოაქვეყნა და ძმების ერთი ფოტოც. რასაკვირველია, ამ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. „ორი ოქროს ვარსკვლავი“ „რა ფაფუკები არიან“ „რა საყვარლები არიან, ღმერთმა გაგიზარდოს“ „რა ლამაზები და საყვარლები ხართ“, […]

მაკა ჩიჩუა: „პრეზიდენტი ძალიან ლოიალური მამაა…“

საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ჟურნალთან „O.K.“ საუბრობს დედობის ახალ გამოცდილებაზე და იმაზე, როგორ წარმოუდგენია შვილების აღზრდა. ჟურნალისთვის მან ვაჟებთან ერთად ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. როგორც პირველი ლედი აღნიშნავს, „ოჯახი ჰარმონიისა და სიყვარულის ფუნდამენტია. ბავშვებზე ის კი არ ახდენს გავლენას, შენ როგორ მორალს წაუკითხავ, არამედ ის, რომ ბავშვი ყველაზე მეტად უყურებს და გრძნობს იმას, თუ როგორ […]

მაკა ჩიჩუა პირად ცხოვრებაზე: „ჩვენს სიყვარულს ძალიან ვუფრთხილდებით…“

საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ ნანუკა ჟორჟოლიანთან საინტერესოდ ისაუბრა თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. მაკა ჩიჩუა: ეს ძალიან ისეთი გრძნობაა, რომელიც კიდევ კარგი, რომ მაქვს და არ მთავრდება. პირიქით, გაღრმავდა და გახდა მრავალფეროვანი. ადრე თუ იყო პირველადი, როგორც ხდება ხოლმე, საფეხურებად, მერე კიდევ სხვა საფეხურები მოიტანა. მერე თემო გაჩნდა, რომელმაც სხვა ეტაპზე გადაგვიყვანა, შემოვიდა  თომა ჩვენს […]

მაკა ჩიჩუა: „სადამდეც გაქვთ შესაძლებლობა და სურვილი, გააჩინეთ ბავშვები!.. “

როგორია 40 წლის შემდეგ ცხოვრება, ამის შესახებ სასუბროდ „სხვა შუადღემ“ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა მიიწვია. როგორც მან ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, გარდატეხები ადამიანის ცხოვრებაში აუცილებელია განსავითარებლად და ყველა ასაკში შეიძლება დილით გაღვიძება გიხაროდეს… მაკა ჩიჩუა: ვფიქრობ, რომ დროსა და სივრცეში ასაკი არ არსებობს, ცოტა ფილოსოფიისკენ წავალ, თუკი დილის გათენება გიხარია, მაშინ ასეც იქნება. თუმცა, […]

რეკლამა