მაიკო კაჭკაჭიშვილი „ნანუკას შოუზე“ – „ორი შვილი მყავს და რამე რომ შევატყო, ეგრევე დავამთავრებ ცხოვრებას!..“

0
5506

მეორე დღეა, სოცქსელებში განხილვის მთავარი თემა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ და იქ მიმდინარე სჯა-ბაასია ლგბტ პირების შესახებ. ბევრი რამ ითქვა და დაიწერა ნანუკას მოსაზრებაზე, რომელიც მან გადაცემაში გამოთქვა და აღნიშნა, რომ არ გაუხარდება, რომ მისი შვილი გეი იყოს… მის ამ გამონათქვამს თავად ლგბტ თემს შორის და ასევე არასამთავრობოების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.

სოცქსელში გამოხმაურებები არც დღეს წყდება. ერთ-ერთი, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა, კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილია, რომელმაც აღნიშნა:

„ახლა ვუყურე „ნანუკას შოუს“…

ნანუკას თუ არ უნდა შვილი გეი ჰყავდეს, ანუ ჰომოფობია??? რამხელა ზეწოლაა ეს ???!!! მეც მყავს ბევრი გეი მეგობარი, ძალიან მიყვარს ისინი და რა თქმა უნდა, არ ვერევი მათ ცხოვრებაში… მაგრამ ორი შვილიც მყავს და ზუსტად ვიცი, რაიმე რომ შევატყო, ეგრევე ვამთავრებ ცხოვრებას!!! ამის შემდეგ გინდ ჰომოფობი დამიძახეთ და გინდა შეშლილი!!! ეს ჩემი აზრია… არადა, ყველაზე თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოსდით!!!

პ.ს.: ამ პოსტის მერე ბევრი ადგილი გამითავისუფლდება ფრენდლისტში, ვატყობ :)))“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here