მაია ასათიანმა პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა – „სასიყვარულო საუბარი რამდენიმე ადამიანმა წაიკითხა…“

0
2507

მაია ასათიანმა „პროფილში“ ახალი რუბრიკა წარადგინა და ყვითელი პრესის ჟურნალისტები მიიწვია გადაცემაში, სადაც მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

როგორც ტელეწამყვანმა აღიარა, წლების განმავლობაში მალავდა პირად ურთიერთობებს ჟურნალისტებისგან. ერთ-ერთი რომანი, რომელიც ცხრა წელიწადს გრძელდებოდა, იმის გამო დასრულდა, რომ მისმა რჩეულმა საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტა. „კი, მიმატოვა“, აღნიშნა ტელესახემ მასზე საუბრისას.

თამუნა გომართელმა მაია ასათიანს გაუმხილა ერთი ამბავი, რომელიც „პროფილის“ წამყვანმა არ იცოდა – „მოდი, გავიხსენოთ შენი რომანი. მას შემთხვევით დარჩა ჩართული მესენჯერი და თქვენი სასიყვარულო საუბარი, მიწერ-მოწერა წაიკითხა არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანი. თუ გიგრძნია ვინმესგან, რომ ასეთ საკრაულ ინფორმაციას ვინმე ფლობს?“

„ძალიან დავიძაბე“, – უპასუხა კითხვას მაიამ – „ეს არ ვიცოდი. რა სასიამოვნოა, როცა ვიღაც კითხულობს შენს პირად მიწერ-მოწერას. როცა ადამიანთან გაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და მესამე ამას კითხულობს, უნდა შერცხვეს მესამეს. მე რა მაქვს სასირცხვილო?!. წაიკითხონ და რა მერე? არ ვაქცევ ხოლმე ყურადღებას… ჩვენ ურთიერთობას არ ვმალავდით, რატომ იყო დასამალი უცოლო კაცის და უქმრო ქალის პირადი ურთიერთობა? ვაი იმას, ვინც ჩვენი მიწერ-მოწერა წაიკითხა. და რა წაიკითხეს?.. რომ ქალი და კაცი ერთმანეთს მესიჯებით ესიყვარულებიან?!.“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here