მაია ასათიანი: „მივმართავ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ახსნა, როგორია, როცა ერთადერთი შვილი გიკვდება…“

მაია ასათიანი: „მივმართავ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ახსნა, როგორია, როცა ერთადერთი შვილი გიკვდება…“

მაია ასათიანმა „ინსტაგრამზე“ მიმართვა გაავრცელა, სადაც გამოთქვამს გაკვირვებას იმის შესახებ, რატომ გამოიწვია მისმა საცურაო კოსტიუმში დადებულმა ფოტოებმა აჟიოტაჟი და კრიტიკა ქალბატონების მხრიდან.

მაია ასათიანის მიმართვას გთავაზობთ:

„იმ მდგომარეობაში, რაშიც მე ვარ, ნებისმიერი პოზიტიური სიტყვა არის ჩემთვის სინათლის სხივი. ჩემს თავს სულ ვაძლევ პირობას, რომ უარყოფით დამოკიდებულებაზე არ მექნება რეაქცია, მაგრამ მაინც ძალიან მოქმედებს ჩემზე.  მაპატიეთ, ამის ახსნა რომ მუდმივად მჭირდება, მაგრამ იმ ადამიანებს მივმართავ, ვისაც სჭირდება ახსნა, რას ნიშნავს, როცა ქალს ერთადერთი შვილი უკვდება. ეს არ არის სიცოცხლე, მე ვარ მუდმივად სიკვდილში და მუდმივად ვებრძვი ამას.  ქალებს და დედებს მინდა გითხრათ, რომლებიც მლანძღავთ იმის გამო, რომ ზაფხულში საცურაო აუზზე მაცვია საცურაო კოსტიუმი, რომელიც არის წითელი.

მე ვარ ცოცხალი და ვცხოვრობ და ვაგრძელებ ცხოვრებას, რომელიც ცხოვრება არ არის. იმიტომ რომ აქაც, სადაც ახლა ვარ, ყოველ წამს ვიხედები გვერდით, იმიტომ რომ მგონია, რომ ჩემი შვილი გვერდზე მომყვება.

მადლობა ყველას, ვინც გვერდში მიდგას, უცნობებსაც და ნაცნობებსაც. ძალიან დიდი ბოდიში, რომ მძიმე თემებს ვეხები. რატომ მჭირდება აგიხსნათ, რომ მძიმედ ვარ და ცუდად ვარ, არ ვიცი. კარგად ჩემნაირი ქალისთვის ყოფნა არის შეუძლებელი. რა გითხრათ აბა, გათენება და დაღამება შვილმკვდარი ქალისთვის არის კოშმარი, მაგრამ ვცდილობ, რომ ეს კოშმარი ჩემთვის შეძლებისდაგავრად გაძლებადი იყოს. და ვაკეთებ იმას, რისი კეთებაც ჩემს შვილს და მე ერთად ყველაზე ძალიან გვიყვარდა – ეს არის ცურვა. და 21-ე საუკუნეში ცურვა საცურაო კოსტიუმის გარეშე წარმოუდგენელია. და კი მართობს ხანდახან ჩემი ასეთი ფოტოების დადება და ყურადღება გადამაქვს. ღმერთმა არავის მოუვლინოს ასეთი სასჯელი. ნუ განიკითხავ, თუკი ღმერთის გწამს“.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

July 16, 2019 / 3:34 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლიკა ქორქია: „ფუფუნების საგნების ამ ქვეყანაში აფიშირება, უბრალოდ, სიგიჟეა…“

მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია მაია ასათიანის გუშინდელ გადაცემას ეხმიანება, სადაც ბევრი გაჭირვებული ადამიანი ვიხილეთ და წერს, რომ ასეთ ქვეყანაში ტანსაცმლის, აუზების, მანქანების აფიშირება მიუღებელია… გთავაზობთ ლიკას სტატუსს: „როგორი უსუსურია ამ ქვეყანაში ადამიანი, როგორი უპერსპექტივოა ახალგაზრდა და როგორი მძემეა მოხუცებულების ყოფა. თოვლში, წვიმაში, სიცივეში, სიცხეში ეს ადამიანები მოწყალებას წამლების და საჭმელის საყიდლად ითხოვენ. „მაია ასათიანის […]

„პროფილი“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია – „ამაზე დიდი ბულინგი პირდაპირ ეთერში არ მინახავს…“

„პროფილი“ ბოლო დროს ე.წ. ყვითელ ჟურნალისტიკაში მომუშავე ჟურნალისტებისა და რესპონდენტების საუბარს წარმოგვიდგენს. კითხვა-პასუხი, ძირითადად, უხერხული კითხვებისგან შედგება. რესპონდენტებადაც თამამი ადამიანები ჰყავთ, ვისაც შეუძლია, ასეთი ტიპის კითხვებს უპასუხოს. ბოლო გადაცემის სტუმარი ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე გახლდათ. ამ გადაცემის გამო „პროფილი“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. არა მხოლოდ მაია ასათიანი, არამედ მონაწილე ჟურნალისტებიც მკაცრად გააკრიტიკეს. ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელსაც თავად „პროფილის“ […]

მაია ასათიანის „პროფილის“ დახურვის შესახებ ჭორები არ გამართლდა – გადაცემა ეთერშია

მაია ასათიანის პოპულარული გადაცემა „პროფილი“ ეთერში ჩვეულებრივად გავა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეწამყვანი ბოლო დროს კლინიკაში მოხვდა სტრესის გამო, უკვე მოახერხა ძალების აღდგენა და თავს ნორმალურად გრძნობს. სოციალურ ქსელში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მაია ასათიანი ეთერში დაბრუნებას აღარ აპირებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც „პროფილის“ პროდიუსერმა, ნიკა ხაჩიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გადაცემის გუნდი ჩვეულ […]

რას ურჩევს ჩაცმულობასთან დაკავშირებით მაია ასათიანსა და ნანუკა ჟორჟოლიანს მაყურებელი

„მხოლოდ ქართულის“ ჟიურის ფრაზებთან და მომღერლების გამოსვლებთან ერთად, პროექტის გარშემო კიდევ ერთი სასუბრო თემა გაჩნდა – მაია ასათიანის ღრმად დეკოლტირებული კაბა, რომელიც წამყვანმა ძალიან მოიხდინა. კაბა ნანა მელქაძის დიზაინითაა შექმნილი. ნანუკა ჟორჟოლიანმა პიჯაკი და რუშებიანი გამჭირვალე თეთრი ქვედაბოლო მოირგო. თანაწამყვანების სამოსი ზოგს მოსწონს, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ აღნიშნავენ იმას, რომ ნანუკას და მაიას ჩაცმულობები ერთმანეთს […]

ვისი შექმნილია მაია ასათიანის წითელი კაბა, რომელიც „მხოლოდ ქართულზე“ ეცვა (ფოტოები)

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელი ლაივ-კონცერტი კაბების ნამდვილ გამოფენად იქცა. ჟიურის წევრებიდან დაწყებული, წამყვანებით დამთავრებული, ყველა საინტერესოდ გამოიყურებოდა. სცენაზე განსაკუთრებული იყო მაია ასათიანის წითელი მხრებმოშიშვლებული წითელი კაბა, რომელშიც წამყვანი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. მას წითელი ფერის დეკოლტირებული კაბა ვერცხლისფერ ბრჭვიალა საყურეებთან ჰქონდა შეხამებული. მაია ასათიანი ბოლო წელია, დიზაინერ ნანა მელქაძესთან თანმაშრომლობს, რომელიც მისთვის ქმნის როგორც […]

რეკლამა