მაია ასათიანი დათო არჩვაძეს საყვედურობს – „სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!..“

მაია ასათიანი დათო არჩვაძეს საყვედურობს – „სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!..“

მაია ასათიანი დათო არჩვაძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საყვედურობს. მართალია, ცნობილი ტელეწამყვანი არ ახსენებს, რომ არჩვაძეზე საუბრობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია მისი სტატუსის შინაარსიდან, რომ სწორედ არჩვაძეზე მიუთითებს. დათო არჩვაძემ, „მხოლოდ ქართული“-ს დაწყებამდე პროექტის შესახებ დაწერა, კონსტანტინე კარანაძის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართული სიმღერის შესრულებას უკეთ ელოდა.

დღევანდელ „პრაიმტაიმთან“ კონსტანტინე კარანაძემ მის კრიტიკას უპასუხა: „ვახტანგ გორგასლის შთამომავალს ნამდვილად არ ვგავარ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ საყურით ან სიმღერის შესრულების მანერით განისაზღვრება ქართველობა!..“

მაია ასათიანმა დღეს გამოქვეყნებულ სტატუსში დაწერა:

„მთელი ცხოვრება „რუსთავი 2“ შენს სიმღერებს რომ აპიარებს, 10 წელი ყველა გადაცემაში სასურველი სტუმარი რომ ხარ, მათ შორის ერთ-ერთში ლამის რომ ცხოვრობდი, ცოტა უხერხული ხომ არაა, ამ არხის ახალ პროექტს საჯაროდ რომ ებრძვი, თან ვის უპირისპირდები? ბიჭს, რომელიც ქუჩაში მღერის, თავი რომ გაიტანოს! სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!“

სიახლეები/

|

April 30, 2018 / 3:01 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ – რატომ შეცვალეს „ჩცდ“-ში სხვა მსახიობით

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ აღარ თამაშობს. ბარბარიკას როლი თაკო კორინთელმა მოირგო, მაყურებელმა უკვე იხილა მისი შესრულებული ბარბარიკა, როლი ასევე შეაფასა თავად მარიშკამაც. Fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიშკამ იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც სერიალის დატოვებამ მოუწია. მარიშკა ჯავახაძე: ეს ამბავი გამოიწვია ჩემმა პირადმა პრობლემამ, როგორც ეს „ჩემი ცოლის დაქალების“ გვერდზე იყო აღნიშნული. ერთ-ერთ საღამოს, კვირაზე მეტი […]

აჩი ფურცელაძის რომანტიკული არდადეგები ახალ რჩეულთან ერთად

აჩი ფურცელაძის მომავალი მეუღლე ელენე დუმბაძეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე ხნის წინ თავად დაწერა. ელენესთან ერთად ახლახან რომანტიკული ფოტოები გამოაქვეყნა. წყვილი დასასვენებლად შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც დროს აშკარად სასიამოვნოდ ატარებენ. შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ აჩი მოსკოვიდან დაბრუნდა და ახლა საქართველოში მუშაობს. მომღერალმა ინტერვიუებში არაერთხელ აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, ტელეეკრანს დაუბრუნდეს. (ფოტოები)

ორსული ანუკი არეშიძის პირველი ფოტოები

ანუკი არეშიძე 6 თვის ორსულია. ამის შესახებ თავად დაწერა „ინსტაგრამზე“ და ფოტოც გამოაქვეყნა. მანამდე კი მეოთხე შვილის მოლოდინის შესახებ კახი კალაძემ ამცნო საზოგადოებას, როდესაც სოციალურ ქსელში ანუკის მუცელი გამოაჩინა და ამით მიგვანიშნა, რომ წყვილი კიდევ ერთ პატარას ელის. შეგახსენებთ, რომ კახი და ანუკი წლებია, დაქორწინებულები არიან. მათი სიყვარულის ამბავი იტალიაში დაიწყო, სადაც ანუკი სამოდელო კარიერის […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

მაია ასათიანი ეთერს უბრუნდება – პირველი ფოტო გადაღებიდან

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ასათიანი „იმედზე“ გადასვლას აპირებდა, თუმცა ეს ხმები არ დადასტურდა, ვინაიდან ტელეწამყვანი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, რომელიც საკუთარი სურვილით ჰქონდა აღებული, ისევ „რუსთავი 2“-ის ეთერს უბრუნდება „პროფილით“. ტელეწამყვანი უკვე მშობლიურ არხზეა და გადაცემას წერს, რომელიც ეთერში შემდეგ ხუთშაბათს გავა. ეს ინფორმაცია „პროფილის“ პროდიუსერმა, ქეთი ლომსაძემ დაგვიდასტურა, რომელმაც აღნიშნა: „ჩაწერაზე ვართ, ეთერში შემდეგი ხუთშაბათიდან […]

მაია ასათიანი: „ახლა ძალებს ვიბრუნებ…“

მაია ასათიანმა მცირე ხნის წინ თავის გუნდთან ერთად „პროფილის“ დროებით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზი მისი შეუძლოდ ყოფნა გახლდათ. ტელეწამყვანი ამჟამად ეთერისგან ისვენებს. როგორც ახლახან თავად დაწერა, ყველა იმ ადამიანის მადლობელია, ვისაც ესმის მისი გლოვა და სიცოცხლეში დაბრუნებაც… მაია ასათიანი წერს: „უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, […]

დათო არჩვაძემ, „ქართული ხმების“ დატოვების შემდეგ, ახალი კვარტეტი შექმნა

როგორც ცნობილი გახდა, დათო არჩვაძემ, თავისი დიდი ხნის მეგობრებთან და კოლეგებთან კონფლიქტის შემდეგ, „ქართული ხმების“ კვარტეტი დატოვა. ბიჭები აშშ-ში ტურნეში გაემგზავრნენ, დათოს გარეშე. მომღერალი მათთან ერთად არც „ჰელოუს“ გარეკანზე გამოჩენილა. ახლახან კი „იუთუბის“ გვერდზე ახალი სიმღერა განათავსა, რომელსაც მის მიერ შექმნილი ახალი კვარტეტი ასრულებს. მასში შედიან თავად არჩვაძე, ბექა ჩხაიძე, ნიკოლოზ ცერცვაძე და დავით მაღრაძე. […]

თოქშოუ „პროფილი“ დროებით ჩერდება – „მაია თავს ცუდად გრძნობს…“

„პროფილი“ დროებით ეთერში აღარ გავა. მისი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია ასათიანი თავს ცუდად გრძნობს და ამიტომ თოქშოუ ეთერში აღარ გავა. „სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ. იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის […]

2017 წლის ყველაზე რეიტინგული თოქშოუ „პროფილია“

2017 წლის შემაჯამებელ რეიტინგს მაია ასათიანი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს და მაყურებელს მადლობას უხდის, რომ მიუხედავად მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წელისა, თოქშოუმ პირველობა შეინარჩუნა. მაია წერს: „2017 წლის შემაჯამებელი რეიტინგი. მადლობა ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე წლისთვის. მადლობა ამ შედეგისთვის. მადლობა პირველობისთვის! „პროფილი“ ისევ პირველ ადგილზეა!“ შეგახსენებთ, რომ უკვე მრავალი წელია, მაია ასათიანის საავტორო გადაცემა პირველობას არ […]

რეკლამა