მაია ასათიანი: „დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას!“

0
3014

მაია ასათიანი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. როგორც ტელეწამყვანი წერს, თუკი ინტერნეტპორტალები მისი შვილის გარდაცვალების თემით სპეკულირებას არ შეწყვეტენ, სამართლებრივ გზას მიმართავს.

ტელესახე აღნიშნავს:

„დაანებეთ თავი ჩემი გარდაცვლილი შვილის სახელით სპეკულირებას! ვიცი, რომ ეს მომგებიანი და ყველაზე „გაყიდვადი“ თემაა თქვენთვის! წლების განმავლობაში მიმწარებდით ცხოვრებას და ჩუმად ვიყავი! ახლა შეგაკვდებით და ვიბრძოლებ ბოლომდე, თუ კიდევ ერთ მსგავსს „ნიუსს“ ვნახავ – სასამართლოში შევხვდებით!“

მაია ამ განცხადებას თან ურთავს ამონარიდს ერთ-ერთი საიტიდან, სადაც მისი შვილის შესახებ სტატიაა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, რომ ნუცა მახვილაძე რამდენიმე კვირის წინ პარიზის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here