მაია ასათიანი: „ახლა ძალებს ვიბრუნებ…“

მაია ასათიანი: „ახლა ძალებს ვიბრუნებ…“

მაია ასათიანმა მცირე ხნის წინ თავის გუნდთან ერთად „პროფილის“ დროებით გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მიზეზი მისი შეუძლოდ ყოფნა გახლდათ. ტელეწამყვანი ამჟამად ეთერისგან ისვენებს. როგორც ახლახან თავად დაწერა, ყველა იმ ადამიანის მადლობელია, ვისაც ესმის მისი გლოვა და სიცოცხლეში დაბრუნებაც…

მაია ასათიანი წერს:

„უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს, თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო… ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ , რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!“

სიახლეები/

|

March 7, 2018 / 3:00 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქართული ბრენდის ნამუშევრების პატენტები ჩინელებმა და რუსებმა გამოუშვეს

ანი ცინცქილაძისა და ანკა ოდიშელიძის ბრენდი „ბლიკვანგერი“ ბოლო წლებია, საინტერესოდ მუშაობს და მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ყველა სეზონზე ახალ კოლექციებს წარადგენს. ჯემპრები ერთ–ერთი მათი კოლექციიდან ჩინელებმა და რუსებმა მოიპარეს და გამოუშვეს. ამის დასადასტურებლად გოგონებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს. ვითარებაში გასარკვევად დიზაინერ ანი ცინცქილაძეს დავუკავშირდით. „ჩვენი ბრენდის ჩინური პატენტები აღმოვაჩინეთ აქ, თბილისში, რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, ზუსტად ჩვენნაირიც […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვისი შექმნილია მაია ასათიანის წითელი კაბა, რომელიც „მხოლოდ ქართულზე“ ეცვა (ფოტოები)

„მხოლოდ ქართულის“ გუშინდელი ლაივ-კონცერტი კაბების ნამდვილ გამოფენად იქცა. ჟიურის წევრებიდან დაწყებული, წამყვანებით დამთავრებული, ყველა საინტერესოდ გამოიყურებოდა. სცენაზე განსაკუთრებული იყო მაია ასათიანის წითელი მხრებმოშიშვლებული წითელი კაბა, რომელშიც წამყვანი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ბევრი კომპლიმენტიც მიიღო. მას წითელი ფერის დეკოლტირებული კაბა ვერცხლისფერ ბრჭვიალა საყურეებთან ჰქონდა შეხამებული. მაია ასათიანი ბოლო წელია, დიზაინერ ნანა მელქაძესთან თანმაშრომლობს, რომელიც მისთვის ქმნის როგორც […]

მაია ასათიანმა პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა – „სასიყვარულო საუბარი რამდენიმე ადამიანმა წაიკითხა…“

მაია ასათიანმა „პროფილში“ ახალი რუბრიკა წარადგინა და ყვითელი პრესის ჟურნალისტები მიიწვია გადაცემაში, სადაც მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა. როგორც ტელეწამყვანმა აღიარა, წლების განმავლობაში მალავდა პირად ურთიერთობებს ჟურნალისტებისგან. ერთ-ერთი რომანი, რომელიც ცხრა წელიწადს გრძელდებოდა, იმის გამო დასრულდა, რომ მისმა რჩეულმა საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტა. „კი, მიმატოვა“, აღნიშნა ტელესახემ მასზე საუბრისას. თამუნა გომართელმა მაია ასათიანს გაუმხილა ერთი […]

მაია ასათიანი: „ორსულად არ ვარ!..“

მაია ასათიანის ორსულობის შესახებ ჭორები უკვე მეორედ გავრცელდა. ინტერნეტსაიტებმა განათავსეს ფოტოები, რომლებიც „პროფილის“ ჩაწერაზეა გადაღებული. მაიას მოტკეცილი კაბა აცვია და ოდნავ მოზრდილი მუცელი აქვს, რის გამოც, როგორც ჩანს, კვლავ გაჩნდა ხმები მისი ფეხმძიმობის შესახებ. როგორც მაია ამბობს, ამ კითხვით მის ახლობლებს დილიდან ურეკავენ და სტატუსიც დაწერა, სადაც აღნიშნა: „მეგობრებო! არ ვარ ორსულად! ნუ დამღალეთ! ნუ […]

„არც დამისვამს კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა ტელევიზიაში ნუცას შემდეგ…“

მაია ასათიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრი რამის შესახებ ისაუბრა, მათ შორის იმაზე, როგორ გადაწყვიტა შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნება. მან აღნიშნა – „არც დამისვამს კითხვა, დავბრუნებულიყავი თუ არა ტელევიზიაში ნუცას შემდეგ… მე რომ ვყოფილიყავი პედაგოგი, დავბრუნდებოდი სკოლაში, მე რომ ვყოფილიყავი ექიმი, დავბრუნდებოდი საავადმყოფოში, ვიყავი ჟურნალისტი და დავბრუნდი ტელევიზიაში…“ მაიამ იმაზეც ისაუბრა, ფიქრობს თუა […]

მაია ასათიანი დათო არჩვაძეს საყვედურობს – „სიყვარული მე ვიცი ორმხრივი!..“

მაია ასათიანი დათო არჩვაძეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით საყვედურობს. მართალია, ცნობილი ტელეწამყვანი არ ახსენებს, რომ არჩვაძეზე საუბრობს, მაგრამ ადვილი მისახვედრია მისი სტატუსის შინაარსიდან, რომ სწორედ არჩვაძეზე მიუთითებს. დათო არჩვაძემ, „მხოლოდ ქართული“-ს დაწყებამდე პროექტის შესახებ დაწერა, კონსტანტინე კარანაძის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართული სიმღერის შესრულებას უკეთ ელოდა. დღევანდელ „პრაიმტაიმთან“ კონსტანტინე კარანაძემ მის კრიტიკას უპასუხა: „ვახტანგ […]

რეკლამა