მაგდა ვასაძე: „საქართველოდან წასვლას ვფიქრობ…“

0
3620

მაგდა ვასაძის ახალი სოლოსიმღერა, რომელიც ლილიკო ნემსაძემ დაუწერა, პირველად დღეს „ფორტუნას“ გადაცემაში, „ლიმონი“ აჟღერდა. სიმღერა სასიყვარულოა, მისი სახელწოდებაა „ამბობენ“.

სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, მაგდა ამბობს, რომ საქართველოში ამ მხრივ საკუთარი თავი ამოწურა. Fortuna.ge-სთან საუბრისას მომღერალმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრებას გეგმავს, მანამდე კი ბენდი The Five დაიწყო მუშაობა და ასევე რამდენიმე სიმღერის ჩაწერასაც გეგმავს.

მაგდა ვასაძე:

ახალი სიმღერა რადიო „ფორტუნაში“ მოვიტანე. მისი სახელწოდებაა „ამბობენ“ და ლილიკო ნემსაძეს (ტექსტი ნანა ცინცაძე) ეკუთვნის. სოლოსიმღერების ჩაწერას კიდევ ვაპირებ. მაქვს ნატო ღოღობერიძის სიმღერები, ასევე მაია კაჭკაჭიშვილის კომპოზიცია. მსმენელს მათ ეტაპობრივად შევთავაზებ.

ვიცი, რომ ახალ ბენდში მღერი…

„გუფი ლენდიდან“ წამოსვლის შემდეგ იქ ახალი სოლისტი მივიდა. ფონოგრამებზე სიმღერა ძალიან არ მომწონს, ოთხი წელი რომ ლაივბენდთან ერთად გამოდიხარ, რთულია ისევ მინუსფონოგრამაზე სიმღერა. დამირეკეს The Five-დან, შევთანხმდი და სამ დღეში რეპერტუარი გავაკეთეთ. ცალკე ჩემთვისაც გავაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ბენდის გარეშე აღარ შემიძლია. შესაძლოა, ბენდში ჩემი სიმღერებიც გავაკეთო. „ამბობენ“ ცოტა ლირიკული სიმღერაა და არ ვიცი, შევა თუ არა ჩვენს რეპერტუარში. მაინც „ქავერ ბენდი“ ვართ, მაგრამ გვაქვს რამდენიმე ქართული სიმღერა, რომლებიც ჩვენებურად გავაკეთეთ და ვასრულებთ. მოკლედ, გააჩნია, როგორ აიტაცებს ხალხი და რამდენად რეიტინგული იქნება. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here