მაცაცო სებისკვერაძის ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერას „თეატრალურის კვარტეტი“ შეასრულებს

0
1797

„ბრავო რეკორდსში“ „თეატრალურის კვარტეტი“ შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის, მაცაცო სებისკვერაძის ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „ქალბატონო სესილია“, ტექსტის ავტორი კი ნიკოლოზ წულუკიძე გახლავთ.

რუსუდან სებისკვერაძე ახალ ალბომზე მუშაობს, საიდანაც რამდენიმე სიმღერას სწორედ „თეატრალურის კვარტეტი“ ჩაწერს, აქედან ორი ახალი სიმღერაა, მათ შორის „ქალბატონო სესილია“ და კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია სახელად „ლიზა“, რომელიც კომპოზიტორმა შვილიშვილს დაუწერა.

„თეატრალურის კვარტეტი“ ასევე ჩაწერს კიდევ ერთ სიმღერას მაცაცო სებისკვერაძის შემოქმედებიდან, რომელიც ანა კალანდაძის ლექსზეა დაწერილი, თუმცა ის ძველი რეპერტუარიდანაა.

ახალი სიმღერები როიალის აკომპანემენტის თანხლებით ჩაწერეს და ორივე რომანსია.

მათი მოსმენის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მოგვეცემა.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here