ლიზა ყენია თემურ თათარაშვილთან ერთად ანცობს

0
115

დღეს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ჯაბუას ვარსკვლავი გაიხსნება. ვარსკვლავის გახსნამდე მის თაყვანისმცემლებს მომღერლის კონცერტზე დასწრება შეეძლებათ. დარბაზში შეკრებილი მაყურებელი მოისმენს მაია ჯაბუას შემოქმედებიდან საუკეთესო რეპერტუარს, რომელსაც ახლებურად ნიკოლოზ რაჭველი და ორკესტრი ააჟღერებენ.

ღონისძიებაში, მაია ჯაბუასთან ერთად, მისი მეგობრებიც მონაწილეობენ, ეკა კახიანი, დათო ევგენიძე, თემურ თათარაშვილი… კონცერტზე გამოდის მაიას ქალიშვილი, ლიზა ყენია, რომელიც, როგორც ჩანს, კონცერტის დაწყებამდე არაჩვეულებრივ განწყობაზეა და ფილარმონიის კულისებში თემურ თათარაშვილთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. ერთ-ერთ ფოტოზე ლიზას ისეთი სახე აქვს მიღებული, რომ შეიძლება ვერც იცნოთ, მეორე ფოტოზე კი ჩვეულებრივად გამოიყურება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here