ლიზა ბაგრატიონი: „არ შეიძლება, ხდებოდეს ის, რაც ხდება!..“

0
1996

ლიზა ბაგრატიონი კომპანია „ბადაგონს“ და მის მფლობელს, გიორგი სალაყაიას თანადგომას უცხადებს. ლიზა, როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, ვრცელ სტატუსში, რომელიც სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, საუბრობს იმ უსამართლობის განცდაზე, რომელიც ეუფლება…

გთავაზობთ მომღერლის პოსტს სრულად:

„საქართველოს მთავრობა | Government of Georgia,

საქართველოს პარლამენტი, ძვირფასო საზოგადოება და ჩემო მეგობრებო!!!

მინდა, მოკლედ მოგიყვეთ იმ ჩემთვის ძალიან ტრაგიკული ამბის შესახებ, რაც ახლა „ბადაგონში“ ხდება!

აღარ გავჩერდები დეტალებზე! არ შევეხები სამართლებრივ თემებს, არ მესმის, თუმცა აქ ყველაფერი იმდენად მარტივადაა, რომ მეც კი გავერკვიე!!!

არ მტოვებს უსამართლობის განცდა!!!

არც ერთი კანონის თანახმად არ შეიძლება ხდებოდეს ის, რაც ხდება!!!

ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის ეს საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია!!

დღეს იმ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რასაც „ბადაგონის“ განადგურება ქვია!

არაერთხელ ვიყავით ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე, 2006 წლიდან დღემდე ბევრი განსაცდელი შეგვხვდა და ის, რომ დღეს ვარსებობთ, ის რომ დღეს ყველაზე წარმატებული კომპანია ვართ, ის, რომ ექსპორტით პირველ ადგილზე ვართ, ის, რომ 600 ოჯახი უზრუნველყოფილია, ის, რომ სახელფასო ფონდი 4 მილიონი ლარია, ის რომ ჩვენი ღვინო 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია, ის, რომ მხოლოდ ჩინეთში ჩვენი 5 მილიონი ბოთლი იყიდება, ის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საწარმო გვაქვს, ის, რომ ყველა პრესტიჟულ, საერთაშორისო კონკურსზე უმაღლესი ხარისხის ჯილდოები გვერგება, ის, რომ „ბადაგონის“ არც ერთ თანამშრომელს აქამდე ხვალინდელი დღის არ გვეშინოდა და საოცრად ვამაყობდით იმით, რასაც ვაკეთებდით მხოლოდ ერთი წესიერი, საქმიანი, ერთგული და საოცარი ქართველი კაცის გიორგი სალაყაიას დამსახურებაა!!!

ერთის მხრივ ეს კაცი შვიდ შვილს უზრდის ქვეყანას და მეორეს მხრივ უდიდეს ეროვნულ საქმეს აკეთებს!!!

სიტყვები არასდროს მეყოფა მის საქებრად და ვერც იმ უსამართლობაზე მყოფნის სიტყვები, რაც ახლა ხდება!!! გაპარტახებული კომპანია (მე თვითონ ვარ ამის მოწმე) გოგიმ რამდენიმე წელში საუკეთესო გახადა და წელს პირველად საგადასახადო მოგებაზე გაიყვანა!

წელს გავხდით საინტერესონი!!!

დიახ, ახლა, როდესაც გვეგონა, რომ აღარაფერი გვემუქრებოდა!

ჩემმა კახელმა თანამშრომლებმა მკითხეს, როცა 3-3 თვე ხელფასი არ გვქონდა და ყინვაში ვმუშაობდით, მაშინ რატომ არ გვეხმარებოდნენ ჩვენი ქველმოქმედი ინვესტორებიო. პასუხი არ მაქვს!!! საერთოდ არაფერზე მაქვს პასუხი და თუ წინა ხელისუფლების დროს ვიცოდი, რას ვებრძოდი და რატომ ვიჩაგრებოდი სხვებთან ერთად, ახლა ვერაფერი გავიგე!!! ალბათ, ვინც მე მიცნობს, იცის, რომ მე არასდროს დავდგები უსამართლობის მხარეს!!!

მე და ბევრი (თუ ყველა არა) „ბადაგონის“ თანამშრომელი ბოლომდე წავყვებით გიორგი სალაყაიას და დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს ყველგან!!!! რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს!! კიდევ ერთხელ ვამბობ სრული პასუხისმგებლობით – „ბადაგონი“ გიორგი სალაყაიას გარეშე არ იარსებებს!!!

ღვინო ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ელჩია, ჩვენი ეროვნული სიამაყე!!! მე ისე, როგორც ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ეს სიამაყის განცდა სწორედ გიორგი სალაყაიას მიერ შექმნილმა „ბადაგონმა“ გამიმძაფრა!!!

მე ახლა ყველა „ბადაგონელის“ სახელით ვამბობ – ჩვენ გვყავს ერთი დამფუძნებელი გიორგი სალაყაია! ადამიანი, რომელიც ყოველთვის სანიმუშო და სამაგალითო იქნება ჩვენთვის!!!! #justiceforbadagoni

ბადაგონი • Badagoni“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here