ლიკა ქავჟარაძის  ნახატების გამოფენა დღეს გაიმართება

ლიკა ქავჟარაძის  ნახატების გამოფენა დღეს გაიმართება

დღეს, 19 ოქტომბერს, 19 საათზე. მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაა დაგეგმილი სახელწოდებით „რე“პრეფიქსი. გამოფენა „არტ-გალერეა ვაკე“-ში გაიმართება.

„ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული, ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ამას რატომ და რისთვის ვაკეთებდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო: ხატვა მამშვიდებდა და გზას მიჩვენებდა რაღაც ახლის საკუთარ თავში ძიებისკენ.

ეს მოთხოვნილებაში გადამეზარდა და ვხატავ იმიტომ, რომ ტილოზეზე გადმოვცე ჩემი პოზიტივი, ჩემი ფერი და ხაზი ისე, რომ ეს არავისას არ ჰგავდეს, იყოს არაორდინარული და დროის შესაფერისი. უფრო მეტიც: ასევე დიდი სურვილი და მოლოდინი მაქვს იმისა, რომ ჩემი ნამუშევრები ნახოს და შეაფასოს მაყურებელმა , მხატვრებმა და პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნეებმაც“, აღნიშნავდა ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე.

ლიკა ქავჟარაძის პერსონალურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-მდე ბოლო დროს შექნმილი ფერწერული ტილო.

სიახლეები/

|

October 19, 2017 / 2:12 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

54 წლის ეკა კახიანის ფოტოსესია, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ასაკში ქალი უფრო ლამაზია

სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ 54 წლის მსახიობისა და მომღერლის, ეკა კახიანის ფოტოსესიას, რომელიც მას ჟურნალმა „სითიმ“ გადაუღო. ეკა მასზე ისეთ ფორმაშია, რომ უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. როგორც ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, ცხოვრების ამ ეტაპზე „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, უკვე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს და ახლა ცხოვრების ის ეტაპია, როდესაც ყოველი დღით ვტკბები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი […]

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

აჩიკო გულედანმა ახალი სიმღერა შეყვარებულთან ერთად ჩაწერა (ვიდეო)

„ჩვენი პირველი კოლაბორაცია!!!  ერთი სული მქონდა, როდის გაგიზიარებდით! მეტს არაფერს დავწერ გარდა იმისა, რომ ვგიჟდები ამ სიმღერაზე და ყველაზე, ვინც კი ამ ვიდეოშია გაერთიანებული… Happy L for Love Achiko Guledani“ – წერს „საქართველოს ვარსკვლავის“ ერთ-ერთი მონაწილე, გვანცა ჯაფარიძე. მომღერალი, რომელიც, როგორც fortuna.ge-მ შეიტყო, აჩიკო გულედანის რჩეული გახლავთ. „მწვანე ოთახი“ feat. Uma J-ს ახალ სიმღერაზე „for […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიხსნა (ფოტო+ვიდეო)

„ვაკე არტ გალერი“ ლიკა ქავჟარაძის გამოფენას  მასპინძლობს.  ქართველი მსახიობი საკუთარ ექსპოზიციას თავად გეგმავდა. გარდაცვალების შემდეგ კი  ორგანიზატორები მისი მეგობრები არიან.  გამოფენაზე წარმოდგენილია ლიკა ქავჟარაძის 20-მდე ნამუშევარი. „რე“პრეფიქსი – ასე ჰქვია  გამოფენას, რომელიც ასევე მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაცაა. „ხატვა 30 წლის ასაკში მომხდარი ტრაგედიის, დედის გარდაცვალების მერე დავიწყე, რომელსაც ქვეყანაში არსებული, ომის და გაჭირვების მდგომარეობა დაემატა. მაშინ ჯერ კიდევ არ […]

რეკლამა