ლიკა ევგენიძე საქართველოში დაბრუნდა: “ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ვერ მიიღებს…”

0
2794

ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე, თავის უსაყვარლეს პატარა შვილთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა. მისი უფროსი შვილი – ანა-სოფია, ამ ეტაპზე, ამერიკაში, მამასთან დარჩა.

სამშობლოში დაბრუნებულმა ლიკა ევგენიძემ, ჟურნალ “თბილისელებთან” ამერიკულ ცხოვრებაზე და საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

“გადმოვედი აქეთ. მომენატრა საქართველო – ნოსტალგია რომ შემოგაწვება, რთულია ბავშვებით უცხო ქვეყანაში ცხოვრება. თან მშობლები ყველა აქ მყავს. მე და პატარა ვართ ჯერ აქ. ნიკასთან არის ანასოფია. სკოლაში დადის და შუა სემესტრიდან ვერ წამოვიყვანდი ბავშვს. მინდა, პირველი კლასი ბოლომდე მიიყვანოს, რადგან ამერიკული სკოლიდან პირდაპირ რომ გადმომეყვანა, აირეოდა და ცოდოა. ამიტომ ჯერჯერობით ასე ვართ. ალბათ, ცოტა ხნით წავალთ მოსანახულებლად, მაგრამ ახლა აქეთ ვართ” – განაცხადა ევგენიძემ ინტერვიუში.

ტელეწამყვანმა გამოცემასთან საუბარში ისიც აღნიშნა, რომ მეუღლე, საკუთარი საქმიანობის გამო, საქართველოში საცხოვრებლად ვერ გადმოვა. სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრების გადაწყვეტილება, წყვილმა ერთობლივად მიიღო: “ასეთ გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი ვერ მიიღებს. მით უმეტეს, როცა შვილები გყავს – ყველაფერს ერთად ვწყვეტთ”

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here