ლიანა ისაკაძის ბათუმის მეათე საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება

ლიანა ისაკაძის ბათუმის მეათე საერთაშორისო ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქართველოს უმშვენიერეს მხარეში, აფხაზეთში  დაარსდა. სამწუხაროდ, 1991 წელს ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი ამ ფესტივალის აღდგენა, რომლის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა.

წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა განაპირობა მისი გეოგრაფიის გაფართოვება, რიც გამოც, 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას უკვე „ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი“ ეწოდა.

2018 წელს, საიუბილეო ფესტივალი, 26, 28 და 29 აგვისტოს ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ ბათუმის” 500 მაყურებელზე გათვლილ საკონცერტო დარბაზში უკვე მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს – კი საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია, ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი „ვირტუოზები“. ამ ორკესტრმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. აღსანიშნავია 2014 წელს მათი წარმატებული კონცერტი ლონდონში, ხოლო  2015 წლის ივნისში „ვირტუოზებმა“ საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში გამართეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრი დაკომპლექტდება უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.

წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან – პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბელგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვ.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია და ქ. თბილისის მერია.

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

3 ივლისს, კონსერვატორიაში ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დეტალურად ისაუბრეს პროგრამის შესახებ.

ფესტივალის პროგრამა:

ბათუმი, სასტუმრო „შერატონი“

26 აგვისტო

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (ბელგია/საქართველო)

სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

I განყოფილება

ვ. ა. მოცარტი – „ღამის პატარა სერენადა“, სოლ მაჟორი, K. 525

II განყოფილება 

ი. ბარდანაშვილი – „სერენადა“  ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის

შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს

ა. დვორჟაკი -“ სერენადა” მი მაჟორი, , თხზ. 22

28 აგვისტო

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი (ბელგია/საქართველო)

სოლისტი – გეზა ჰ. ლეგოცკი – ვიოლინო (უნგრეთი/აშშ)

პროგრამა: ი.ს. ბახი, ნ. პაგანინი, ი. ბრამსი, კ. სენ-სანსი, პ. სარასატე

29 აგვისტო

„ტანგოს საღამო“

პროექტის ავტორი – გია იაშვილი

მონაწილეობენ:  გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

მარიო სტეფანო პიეტროდარჩი – ბანდონეონი (იტალია)

სოფია ბოროსი – გიტარა (ავსტრია/უნგრეთი)

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

პროგრამა: ასტორ პიაცოლა, არგენტინული ტანგოები

თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზი

 

2 სექტემბერი

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი

სოლისტი – გია იაშვილი – ვიოლინო (ავსტრია/საქართველო)

I განყოფილება

ვ. ა. მოცარტი – ღამის პატარა სერენადა, სოლ მაჟორი, K. 525

ი. ბარდანაშვილი -სერენადა ვიოლინოსა და სიმებიანისთვის

შესრულება ეძღვნება კომპოზიტორის 70 წლის იუბილეს

II განყოფილება

„ოპერა-ფანტაზია“ (პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და

სიმებიანებისთვის)

პროექტის ავტორი – გია იაშვილი

4 სექტემბერი

კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

დირიჟორი – ვახტანგ მაჭავარიანი

სოლისტები: ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო (აშშ//საქართველო)

ნათელა მარკოზაშვილი – ლიტავრები

I განყოფილება

ა. მაჭავარიანი – სიმფონია კამერული ორკესტრისთვის

(კამერული ორკესტრის ვერსიის ავტორი ვ. მაჭავარიანი)

II განყოფილება

დ. შოსტაკოვიჩი – კამერული სიმფონია  დო მინორი,  თხზ. 110  (კვარტეტი #8)

გ. უსტვოლსკაია – კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანებისთვის

 

სიახლეები/

|

July 3, 2018 / 6:16 pm

TOP სიახლეები

“ძალიან გგავსო მეუბნებიან” – ლელა წურწუმიამ უსიმპატიურესი დისშვილი გამოაჩინა

მომღერალი ლელა წურწუმია, ინსტაგრამზე მისი დისშვილის სანდრო წურწუმიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლელა წერს, ეუბნებიან, რომ სანდრო მას ძალიან ჰგავს. “ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან ♥️ (ჩემი დისშვილია) მიყვარხარ ჩემო ბიჭო ♥️ ფოტო sashaprishvin ♥️” – წერს ლელა წურწუმია ინსტაგრამზე. სანდრო ლელას დის, ხათუნა წურწუმიას შვილია. მომღერალი საზოგადოებაში მასთან ერთად ხშირად ჩნდება. როგორც ცნობილია ლელა წურ­წუ­მია […]

„მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება. “მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში. კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. “მის საქართველო 2018”-ის […]

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა „ბლექ სი არენაზე“ – სანახობა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა საქართველოში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ 23 სექტემბერს გაიმართა. მას 180-ზე მეტი ქვეყნიდან 4000 დელეგატი ესწრებოდა, ქართველ მაყურებელთან ერთად. საზეიმო გახსნა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ორგანიზატორების უპირველესი მიზანი იყო. გახსნისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორები […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფესტივალი „ღამის სერენადები“ წარმატებით დასრულდა

მე-10 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წარმატებით დასრულდა, ფესტივალი ბათუმში დაიწყო, დასკვნითი კონცერტი კი თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. საღამო განსაკუთრებული პროგრამით გამოირჩეოდა. კერძოდ, საღამოზე აშშ-ში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ალექსანდრე კორსანტიამ საქართველოში  პირველად შეასრულა გალინა უსტვოლსკაიას კონცერტი ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანი ორკესტრისთვის. გ. უსტვოლსკაიამ დიმიტრი შოსტაკოვიჩის კლასი დაამთავრა და ამდენად, მისი შემოქმედებითი მსოფლმხედველობა საბჭოთა […]

“ტანგოს საღამო” “ღამის სერენადებზე” – ვირტუოზი მუსიკოსების შემადგენლობით

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, ბათუმის ნაწილს დაასრულებს ცნობილი ქართველი მევიოლინე გია იაშვილი თავისი პროექტით „ტანგოს საღამო“. კონცერტში ასევე მონაწილეობენ გია იაშვილის მეგობრები – ბანდენეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი) და ფესტივალის საბაზო კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. კონცერტი გაიმართება სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო […]

„ღამის სერენადები“ მრავალფეროვანი პროგრამით 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმსა და თბილისში გაიმართება

22 აგვისტოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია  ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალთან – „ღამის სერენადებთან“ დაკავშირებით. პრესკონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და ფესტივალის გენერალური სპონსორი, კომპანია თელასის წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია. საქართველოს […]

რეკლამა