ლევან ხურცია რუსულ ტელესერიალში მონაწილეობს

ლევან ხურცია რუსულ ტელესერიალში მონაწილეობს

ქართველი მსახიობი ლევან ხურცია რუსული არხის ტელესერიალში “ქოლცენტრი” მონაწილეობს.

ამის შესახებ მისი მეუღლე, ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი წერს და სერიალიდან ფოტოებსაც აქვეყნებს.

“უკვე მესამე დღეა, რუსეთის დროით 20:00, ტელეკომპანია TNT – ს ეკრანს ტელესერიალი «КОЛЛ-ЦЕНТР» იპყრობს, რომლის მიმართ გამოხმაურება ძალიან მასშტაბურია. არ წყდება კომენტარები ქართველი მსახიობის, ლევან ხურციას მხარდასაჭერად. მისი გმირი – დავითია, რომელიც სხვა პერსონაჟებთან ერთად ტერორისტების მიერ გამოკეტილია შენობაში, უფრო ადრე კი მათ მიერ გატაცებული შვილის და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად წარმოუდგენელ გამოწვევებში ერთვება. სცენარი დაგაფიქრებთ ტერორიზმის სისასტიკესა და განურჩევლობაზე სქესის, რელიგიის თუ ასაკის მიმართ, დაიწყებთ ყურებას და ვერ მოწყდებით ეკრანს, ეს ნამდვილი დაუნდობელი თავგადასავალია…

ბრავო, ლევან, ვამაყობ შენით და ვერც გამოვთქვამ სიტყვებით რამდენად დიდი სიხარულია ეს წარმატება👏”.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

March 26, 2020 / 1:56 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

გადაინაცვლებს თუ არა რუსულ შოუბიზნესში ნუცა ბუზალაძე: „სერგეი ლაზარევთან რომანი არ მაქვს…“

ნუცა ბუზალაძემ რუსულ მუსიკალურ შოუში, სადაც მას ჟიურის წევრთა ასეულის გული უნდა მოეგო, ნამდვილი ფურორი მოახდინა. მართალია, მან მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა, მათ შორის ცნობილი რუსი შემსრულებელი, სერგეი ლაზარევიცაა, რომელმაც მას „სონის“ რუსულ წარმომადგენლობასთან კონტრაქტი გააფორმებინა. ნუცას პირვეოლი რუსულენოვანი სინგლი უკვე გამოსულია. მომღერალმა ჯერჯერობით არ იცის, როგორ და სად გააგრძელებს კარიერას. რადიო […]

ია ჩანტლაძე იტალიელი მეუღლის ნახვას ვერ ახერხებს – „საქართველოში დაბრუნება ვერ მოახერხა…“

მომღერალი ია ჩანტალაძე ბოლო პერიოდში მუსიკალური კარიერისთვის ნაკლებად იცლის და ბიზნესშია ჩართული. ის დეველოპერი გახლავთ. იას პირად ცხოვრებაშიც სიახლე აქვს. ორი წელია, რაც დაქორწინდა. მისი მეუღლე იტალიელი შეფმზარეული, ჯანკარლო მერკადანტეა. ახლა წყვილის ცხოვრებაში არცთუ მარტივი პერიოდი დგას, ერთმანეთის ნახვას ვერ ახერხებენ. იას მეუღლე საქართველოდან გაემგზავრა და რომიდან უკან მარტში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ავიარეისი გაუქმდა და […]

თიკა ფაცაცია: „აქამდე ცოტათი რობოტებს ვგავდით, კორონას შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად დავემსგავსებით ადამიანებს…“

თიკა ფაცაცია, გარდა იმისა, რომ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს და „რუსთავი 2“–ის ეთერში გადაცემას უძღვება, ოჯახური საქმიანობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო, ასრულებს რეკომენდაციას და რჩება შინ. თავიდან ცოტა გაუჭირდა, ახლა კი, ყველა საქმეს საკუთარი დრო და ადგილი გამოუძებნა და შვილების ონლაინგგანათლების საკითხშიც აქტიურადაა ჩართული. თიკა, რაც დრო გადის, ბევრს უფრო უჭირს რეკომენდაციების გათვალისწინება და შინ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის სიყვარულის ისტორია

მათ ორი ვაჟი, არბი და ალექსანდრე ჰყავთ. არბი მარიამის უფროსი ვაჟია, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა: ლევან ხურციას და მარიამ კუბლაშვილის ოჯახი ხმაურიანია. ლევანი ყოველდღიურად წურავს წვენს და ოჯახს ჯანსაღი წვენებით ამარაგებს. მან გადაცემაში ქორწილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ქორწილის ღამეს, სამ საათამდე დარბზში იმყოფებოდა, რომელსაც ცერემონიისთვის თავად ამზადებდა.

ლევან ხურციასა და მარიამ კუბლაშვილის მილანური არდადეგები

მსახიობი ლევან ხურცია და ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი რომანტიკულ არდადეგებს იტალიაში ატარებენ. ისინი მარიამის საყვარელ ქალაქში, მილანში არიან სამოგზაუროდ და ფოტოებსაც ათავსებენ „ფეისბუქზე“. „ჩემი ქალაქი, აქ ვარ“ – დაწერა მარიამმა „ფეისბუქზე“. შეგახსენებთ, ლევანმა და მარიამმა 2015 წელს იქორწინეს, 2016 წელი კი ვაჟი შეეძინათ. მარიამს პირველი ქორწინებიდან ასევე ბიჭი ჰყავს, რომელსაც ლევანთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

მარიამ კუბლაშვილი და ლევან ხურცია თურქეთში გაემგზავრნენ

ადვოკატი და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, მარიამ კუბლაშვილი თურქეTში იმყოფება. მარიამი მეზობელ ქვეყანას მეუღლესთან, ლევან ხურციასთან ერთად ესტუმრა და სოციალურ ქსელში მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი ვახშამისთვის ემზადება. რატომ გაემგზავრნენ თურქეთში ლევანი და მარიამი უცნობია.

“ლევანი ძალიან ნერვიულობდა” – ლევან ხურციას ცოლის მშობიარობის დროს გულის წამლები დასჭირდა

მშობიარობის შემდეგ, პირველად, მარიამ კუბლაშვილმა პირველი კომენტარი ჟურნალ "სარკესთან" გააკეთა. როგორც ადვოკატი ამბობს ლევან ხურცია ძალიან ნერვიულობდა და გულის წამლებიც დაჭირდა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს.

ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ

ლევან ხურცია და მარიამ კუბლაშვილი რამდენიმე საათის წინ ბიჭის მშობლები გახდნენ. წყვილისთვის ეს პირველი საერთო შვილია. მარიამმა ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა. მშობლებმა, ახალშობილს ალექსანდრე დაარქვეს.

რეკლამა