ლევან ჯიბღაშვილი ყოფილ საცოლეზე – „იმ წუთიდან დავამთავრე მასთან ყველანაირი ურთიერთობა…“

0
3264

ლევან ჯიბღაშვილმა პირად ცხოვრებაში მომხდარ სკანდალურ გარდატეხაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი და ნინიკო ნაცარაშვილის დაშორების შესახებ სხვადასხვა ჭორ-მართალს ჰყვებოდნენ. მათ შორის იმასაც, რომ გოგონამ უღალატა და ამის გაგების შემდეგ მსახიობი მას ფიზიკურადაც გაუსწორდა. ეს ამბავი არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა ნინიკო აპირებდა ამ თემაზე საუბარს. ჯერჯერობით მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ლევანთან დაშორების რეალურ მიზეზზე. საზოგადოებისთვის დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ცნობილი იყო, რომ წყვილი მალე ქორწილის გადახდას აპირებდა, თუმცა ქორწილი არ შედგა.

ლევანი ამბობს, რომ მისმა საცოლემ ისეთი ნაბიჯი გადადგა, როგორიც არ უნდა გადაედგა – „სენეკამ დაგვიტოვა ძლიერი სიტყვები – „რასაც კანონი არ კრძალავს, კრძალავს წესიერება. წესიერება საიდან მოდის, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ჩემთვის და მე ვფიქრობ, ზოგადად – ადამიანი იწყება ღირსებიდან და ვთვლი, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია გადადგას თითოეული ნაბიჯი და ეს ავტომატურად აისახება მის ღირსებაზე.

ამ ადამიანმა ჩემ ზურგს უკან გადადგა ისეთი ნაბიჯი, რაც არ უნდა გადაედგა და მე მასთან იმ წუთიდან დავამთავრე ყველანაირი ურთიერთობა…“, აღნიშნა მსახიობმა. ინტერვიუში ბიზნესმენმა ასევე თქვა – „მასთან აბსოლუტურად არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. მე სადაც ვამთავრებ, იქ არასდროს არაფერს ვაგრძელებ“.ვიდეო

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here