ლევან ჯიბღაშვილი: „ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწდა…“

ლევან ჯიბღაშვილი: „ჩემი სიჩუმე არ ნიშნავს, რომ რამე დამავიწდა…“

მსახიობისა და ბიზნესმენის ლევან ჯიბღაშვილის პირადი ცხოვრება დიდი ხანია, გარჩევის საგანია. მას შემდეგ, რაც პირველი მილიონი იშოვა, ლევანი კიდევ უფრო მეტი გოგონასთვის გახდა სასურველი პარტია. მსახიობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ სალომე წვერაიძესთან. მათი ინტერვიუებიდან შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, რომ ისინი დაქორწინებას აპირებდნენ და ასეც იყო დაგეგმილი, თუმცა მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

მცირე ხნის შემდეგ კი გაირკვა, რომ ლევანი 18 წლის ბათუმელ ნინიკო ნაცარაშვილს გაუმიჯნურდა. მსახიობი ძალიან შეყვარებული ჩანდა ლამაზმანზე, რომელიც ადრეულ ასაკში გათხოვდა ფეხბურთელ გიორგი ჩელებაძეზე და სამ თვეში გაშორდა მას. გოგონას რამდენიმე ცნობილ ადამიანთან რომანს მიაწერდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ჭორებად დარჩა. ვრცლად…

სიახლეები/

|

July 5, 2017 / 12:52 pm

TOP სიახლეები

Beth Hart მასთან ერთად სამღერლად ნინა სუბლატს ეპატიჟება (ვიდეო)

Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი. ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი […]

42 წლის თინა კანდელაკის ფორმაში ყოფნის საიდუმლო – „არანაირი ვარჯიში და დიეტა არ გიშველით, თუკი…“

42 წლის თინა კანდელაკი შესანიშნავ ფორმაშია და სხეულის დემონსტრირებას „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე არ ერიდება. ტელეწამყვანი ძალიან აქტიურად ვარჯიშობს და თავის მოვლაც არ ესწავლება, თუმცა, გვარწმუნებს, რომ მისი რეცეპტი მაინც განსხვავებულია და აღნიშნავს: „მეგობრებო, არანაირი სპორტი და დიეტა არ გიშველით, თუკი ალკოჰოლს მოიხმართ. ალკოჰოლი არის ბოროტება. ამ შაბათს ეროვნულ ვარჯიშს გამოვტოვებ, თქვენ ივარჯიშეთ მანდ, ჩემ მაგივრად, […]

სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ლევან ჯიბღაშვილის ყოფილი საცოლე მსახიობს ძალადობაში ადანაშაულებს – „მე და ინტრიგა შორს, თორემ…“

ლევან ჯიბღაშვილი „რეაქციის“ სტუმარი გახლდათ, სადაც სექსუალური შევიწროება მთავარი თემა გახლდათ. მსახიობმა განაცხადა, რომ არ სურს, ქალებს მხოლოდ კანონი იცავდეს – „მე მივიჩნევ, რომ ეს კანონი და მსგავსი კანონები აუცილებლად უნდა მიიღონ, რაც ადამიანებს დაიცავს. მეორე – არ მივიჩნევ, რომ ქართული ტრადიციები არის ქალზე ზეწოლა. გააჩნია, ვინ როგორ მიიღებს…  მესამე – მე მტკივა ის მომენტი, […]

ლევან ჯიბღაშვილის დედა ყოფილ სარძლოზე: „ჩემს შვილს ღმერთმა ლევანისნაირი საქმრო მისცეს, ნინიკოს ძმას კი, ნინიკოსნაირი სარძლო…“

ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის დედა, ნონა ჯიბღაშვილი მაია ასათიანის „პროფილს“ ესტუმრა. მან გულახდილად ისაუბრა საკუთარი ვაჟისა და ნინიკო ნაცარაშვილის დაშორების ამბავზე. ქალბატონმა ნონამ აღნიშნა, რომ თავად შვილის პირად ცხოვრებაში არ ჩარეულა, როგორც სოციალურ ქსელში აბრალებენ. შეგახსენებთ, წყვილი დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ ერთმანეთს დაშორდნენ. მათ დაშორებას სკანდალური ჭორები მოჰყვა. აღნიშნავენ, რომ განშორების მიზეზი გოგონას მხრიდან ღალატი გახდა… ნონა […]

ლევან ჯიბღაშვილი ყოფილ საცოლეზე – „იმ წუთიდან დავამთავრე მასთან ყველანაირი ურთიერთობა…“

ლევან ჯიბღაშვილმა პირად ცხოვრებაში მომხდარ სკანდალურ გარდატეხაზე ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ისაუბრა. მთელი ზაფხულის განმავლობაში მისი და ნინიკო ნაცარაშვილის დაშორების შესახებ სხვადასხვა ჭორ-მართალს ჰყვებოდნენ. მათ შორის იმასაც, რომ გოგონამ უღალატა და ამის გაგების შემდეგ მსახიობი მას ფიზიკურადაც გაუსწორდა. ეს ამბავი არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა ნინიკო აპირებდა ამ თემაზე საუბარს. ჯერჯერობით მას არანაირი კომენტარი არ […]

დაშორდა თუ არა ლევან ჯიბღაშვილი თავის ლამაზმან საცოლეს

მსახიობისა და ბიზნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის საცოლე, ნინი ნაცარაშვილი საქმროსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ის და ლევანი ერთად არიან. ნინიკო წერს: „ძალიან „სამწუხარო“ ამბავი მაქვს იმ გოგონების კატეგორიისათვის, ასე მონდომებით რომ ცდილობენ ლევანჩოს ყურადღების მოპოვებას. თქვენდა სამწუხაროდ, ჩვენ ერთად ვართ) დამშვიდდით, არავის აინტერესებს ჩაიხანაში ჩაის დეგუსტაციის შთაბეჭდილებების გაზიარება თვით Boss-სთვის. კეთილი სურვილებით“. […]

რა ფოტოები გაუვრცელეს ლევან ჯიბღაშვილის საცოლეს?

მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი ცოტა ხნის წინ, ბათუმელ ნინიკო ნაცარიშვილზე დაინიშნა. წყვილი ახლა ქორწილისთვის ემზადება. ნინიკო ნაცარიშვილი ლევანთან შეხვედრამდე დაქორწინებული იყო, მისი მეუღლე ფეხბურთელი, გიორგი ჩელებაძე გახლდათ. გიორგიმ და ნინიკომ 3 წლის წინ იქორწინეს, თუმცა მალევე დაშორდნენ. სოციალურ ქსელში მათი ქორწინების ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამბობენ, რომ ჩელებაძეს ნინიკო დღემდე უყვარს და ვერ ივიწყებს.

რეკლამა