ლელა წურწუმიას ტელეფონის შესაძენად განვადება არ დაუმტკიცეს – „მკითხეს, სად მუშაობო…“

0
1695

გადაცემაში „სხვა შუაღამე“ ლელა წურწუმიამ გაამხილა, რომ ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც ტელეფონის განვადებით შეძენა უნდოდა, კრედიტოფიცერმა განვადება არ დაუმტკიცა.

ლელა წურწუმია:

„ეს რეგულაციები რომ შემოვიდა, ეს არ ვიცოდი. ახალ ამბავს ვყვები. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და განვადებით მეყიდა ტელეფონი. მაღაზიაში უფრო მეტი გამყიდველი იყო, ვიდრე მყიდველი. მიჩვეული ვარ, რომ ყველგან თბილად მხვდებიან. იქაც ასე იყო და არ ჩავთვალე განსაკუთრებულ ამბად, თურმე ამას სხვა რამ ახლავს თან. მერე მივხვდი, რომ ეს უეჭველად იყიდის ტელეფონსო. შევარჩიე. ამიხსნეს, როგორი ტელეფონია. როცა ვუთხარი, რომ განვადებით მინდოდა ყიდვა, მიპასუხეს, რომ კრედიტოფიცერი მოვიდოდა. რა პოზიციაზე მუშაობთო, მკითხა კრედიტოფიცერმა „მხოლოდ ქართულთან“ დაკავშირებით. ამაში არაფერი უცნაური არ ყოფილა. პირველად ხომ არ მქონია კრედიტოფიცერთან შეხება. დიდი დრო გავიდა, სანამ კოდი მოვიდოდა… რომ გავიხედე, ბევრი თანამშრომელი, კრედიტოფიცრები და მე ვიყავით მხოლოდ მაღაზიაში. ბოლოს საიდან ჩაგერიცხათ ფულიო. ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი კომპანიისგან-მეთქი. უკვე მივხვდი, რომ ცუდადაა საქმე. შემომხედა, რა პოზიციაზე მუშაობთ ამ კომპანიაშიო? ვუთხარი, „პერეკაჩკის“ უფროსი ვარ, ბენზინს ვასხამ და თან ვმღერი-მეთქი… ამდენ ხალხში, შეგნებულად არ ვასახელებ ბანკს, ამ კრედიტოფიცერმა ხმამაღლა მითხრა, იცით რა არის? თქვენ არ დაგიმტკიცდათ სესხი, არაფერი არ გაგაჩნიათ საერთოდ, ვერაფერს იყიდითო (იცინის). ჯობია, მე აქედან წავიდე-მეთქი. უცებ გავიხედე და თანამშრომლები მოწყენილი სახეებით იდგნენ თანამშრომლები, ის ერთი ტელეფონიც ვერ გაყიდეს…“

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here