ლელა წურწუმიას კონცერტმა ათენში ანშლაგით ჩაიარა (ფოტო+ვიდეო)

0
2342

8 ოქტომბერს ათენის ერთ-ერთ დარბაზში, ქართველი ემიგრანტებისთვის, ლელა წურწუმიას სოლოკონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ქორეოგრაფიული ნომრებით ერთ-ერთი საცეკვაო ანსამბლი აფორმებდა. ლელამ ყველა თავისი ჰიტური კომპოზიცია შეასრულა. მომღერალს ძალიან ლამაზი ვარდისფერი კაბა ამშვენებდა, რომელიც დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ნახელავია.

საკონცერტო დარბაზის შემდეგ ლელამ ერთ-ერთ კლუბში გადაინაცვლა, სადაც ასევე გამართა კონცერტი, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.

კონცერტის შემდეგ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა დაწერა:

„ჩემო საბერძნეთში მცხოვრეო ემიგრანტებო, პირველ რიგში, დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ მოიცალეთ და დაესარით ლელას კოცნერტებს თეატრში და მერე კლუბში. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის, რომელიც გამოხატეთ ლელას მიმართ და იმ ზღვა ემოციებისთვის და აგრეთვე, განსაკუთრებული მადლობა ავთანდილ კაკაბაძესა და მის გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი შეიტანა ამ კონცერტის ორგანიზებაში. მადლობა ჩვენს საკონსულოს საბერძნეთში. მიხარია, რომ ძალიან ბევრი იყავით და ყველას გიხდით მადლობას, მომავალ შეხვედრამდე“.

პროდიუსერმა აღნიშნა, რომ ევროპულ ტურნეს 28 ნოემბერს ავსტრიაში გააგრძელებენ, სადაც ვენაში ასევე იგეგმება ლელა წურწუმიას კონცერტი.ფოტო + ვიდეო

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here