ლელა წურწუმიას დუეტი პირველ ლედისთან

0
2505

ლელა წურწუმიამ 22 ნოემბერს “ოტიუმში” სოლოკონცერტი გამართა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. მას უამრავი ცნობილი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყო პრეზიდენტის ოჯახი, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ანა მარგველაშვილი. ასევე მომღერლები ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და ოთო ნემსაძე შეყვარებულთან, სოფო მეძმარიაშვილთან ერთად.

საზოგადოებამ ლელას ცნობილი ჰიტები მოისმინა, რომლებიც, როგორც ჩანს, მონატრებული აქვთ.

ლელა წურწუმიასთან ერთად სცენაზე აღმოჩნდა მაკა ჩიჩუა და მათ ერთად შეასრულეს მომღერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა.

შეგახსენებთ, რომ “ნიჭიერის” ჩაწერაზე პირველმა ლედიმ “ღამის სიჩუმე გაფანტე” რუსკა მაყაშვილთან ერთად იმღერა. ვიდეომ დიდი მოწონება დამსახურა და სოცქსელში ფართოდ გავრცელდა. მოგვიანებით, ლელა და მაკა ერთმანეთს დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე შეხვდნენ, სადაც მომღერალმა მაკას ნამღერის გამო აღფრთოვანება გამოთქვა.

15094301_10209286360290668_5354755180789115760_n
15181372_1340196589333590_2595393756642264595_n

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here