ლელა წურწუმიას ჩაცმულობა „მხოლოდ ქართულში“, რომელსაც ყველა განიხილავს

0
953

ლელა წურწუმია „მხოლოდ ქართულის“ ჟიურიშია. ის ყველა ორშაბათს განსაკუთრებული ჩაცმულობით გვევლინება, თუმცა გუშინ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ჯერ წამყვანების, ხოლო შემდეგ ჟიურის წევრების კომპლიმენტებიც დაიმსახურა.

ლელა წურწუმიას სამოსი, ქვედაბოლო და პიჯაკი, რომლის ქვეშაც შავი მოკლე ტოპი ჰქონდა მორგებული, მისივე დიზაინითაა შეკერილი და განხილვის საგანი გახდა. ამ ბოლო დროს მომღერალი ხშირად აკეთებს აქცენტს სწორედ საკუთარი დიზაინით შეკერილ კაბებზე.

აღსანიშნავია, რომ „მხოლოდ ქართულის“ შემდეგ ტურზე კონკურსანტები ლელა წურწუმიას სიმღერებს შეასრულებენ, ისევე, როგორც სტეფანეს კომპოზიციებს.

ფოტო: ნათათო ასანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here