ლელა წურწუმია სამი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება

ლელა წურწუმია სამი ახალი სიმღერის პრემიერისთვის ემზადება

ლელა წურწუმია სამ სიმღერაზე მუშაობს. ერთი ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, რომლის არანჟირება უკვე მზადაა და მასზე ზაზა ხუბუკელაშვილმა იმუშავა, მეორე – რუსა მორჩილაძეს, ხოლო მესამე, გოგი ცაბაძისა და პეტრე გრუზინსკის ცნობილი კომპოზიციაა კინოფილმიდან „მხიარული რომანი“, სახელწოდებით „რა კარგი ხარ, სიყვარულო“. მასზე არანჟირება ამირან დიასამიძეს ეკუთვნის.

როგორც კახა მამულაშვილმა გვითხრა, ახლა სალონიკში კონცერტზე მიემგზავრებიან, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი ლელა წურწუმია სამივე სიმღერას ჩაწერს. პრემიერები 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

სიახლეები/

|

December 20, 2017 / 5:16 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

პატარა თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა – ოჯახს დახმარება სჭირდება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, სადაც პატარა ბავშვია გამოსახული. თუთას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა, რომლის სამკურნალოდ ოჯახს დახმარება სჭირდება. გთავაზობთ ოჯახის ახლობლის, თიკო ბეჟანიშვილის განცხადებას, სადაც მითითებულია პატარას დასახმარებელი ანგარიშის ნომერიც. გამარჯობა! ეს თუთაა, დიდთვალება, უსაყვარლესი თუთა, რომელიც გაჩნდა თუ არა თავი შემაყვარა, გული გამითბო და ყოველთვის, როცა მასზე ვფიქრობ ვტკბები და ბევრ ბედნიერებას მანიჭებს მასი ყურებაც […]

გიორგი ყიფშიძე: „ჩემს ცოლს გოგო ემუქრებოდა, ეგ ბიჭი ჩემია, სადარბაზშო დაგხვდები და მოგკლავო…“

გიორგი ყიფშიძეს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში შევხვდით ინტერვიუსთვის. მსახიობთან საუბარი იმ ინფორმაციით დავიწყეთ, რომელიც თავად გაავრცელა „ფეისბუქზე“, გიორგიმ დაწერა, რომ თუმანიშვილის თეატრს ახლა განსაკუთრებული პერიოდი უდგას, რადგან ყველა სპექტაკლზე ბილეთები რამდენიმე წუთში იყიდება. გიორგისთან მის ბოლოდროინდელ რთულ პერიოდზეც ვისაუბრეთ, როცა მკურნალობის პროცესს გადიოდა… შენი „ფეისბუქის“ გვერდიდან შევიტყვეთ, რომ თურმე ხალხი თეატრში დადის და ბილეთებზე დიდი […]

ბელა და იოლანდა ჰადიდები ქართველი დიზაინერების სამოსში

ნიუ იორკში ბელა და ჯიჯი ჰადიდები დედის, იოლანდა ჰადიდის ახალი შოუს პრემიერას დაესწრნენ. საგულისხმოა, რომ ცნობილი დედა-შვილი, იოლანდა და ბელა ჰადიდები ქართველი დიზაინერების სამოსში იყვნენ გამოწყობილები, ბელას ირაკლი რუსაძის ბრენდის „Situationist“-ის ტყავის კაბა ეცვა, ხოლო იოლანდას – დევიდ კომას კოლექციიდან კაბა ჰქონდა მორგებული. ჯიჯიც წყალობს ქართველ დიზაინერებს, თუმცა ამჯერად „ვერსაჩეზე“ შეაჩერა არჩევანი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

რეკლამა