ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე „ფუძეობის“ ფარგლებში ფოთში კონცერტს გამართავენ

ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე „ფუძეობის“ ფარგლებში ფოთში კონცერტს გამართავენ

„ჩექ ინ ჯორჯიას“ მხარდაჭერით,  რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ სხვადასხვა რეგიონში წარმატებით იმართება. საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში უკვე გამოვიდნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები, მათ შორის რაჭაში დათო არჩვაძის კონცერტი გაიმართა, წყალტუბოში სტეფანე მღებრიშვილის. 19 ოქტომბერს კი ლელა წურწუმია და მაკა ზამბახიძე ბენდ „ნონ სტოპთან“ ერთად კონცერტს გამართავენ. ღონისძიება „ფაზისობა 2018“-ის სახელით მზადდება.

კონცერტი ქალაქ ფოთში გაიმართება და საღამოს რვა საათზე დაიწყება.

სიახლეები/

|

October 5, 2018 / 1:07 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მაკა ზამბახიძეს მეორე შვილის გაჩენა სურს

მაკა ზამბახიძე მცირე ხნის წინ მესამედ დაოჯახდა. მისი მეუღლე სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. ჟურნალ „სარკესთან“ პირად ცხოვრებაზე ვრცლად არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მეორე შვილის გაჩენაზე დაფიქრდა. მას პირველი ქორწინებიდან დიდი გოგონა ჰყავს, სალომე ჩიტაძე, რომელიც ასევე მომღერალი გახლავთ და დედასთან და ბენდთან ერთად გამოდის სხვადასხვა საღამოსა თუ კონცერტზე. ემზადებით, რომ მეორედ გახდეთ დედა, არის ამის […]

მაკა ზამბახიძის ახალი კლიპი ლელა წურწუმიას ძველ სიმღერაზე (ვიდეო)

მაკა ზამბახიძემ, შვილთან, სალომე ჩიტაძესთან და ჯგუფ Nonstop-თან ერთად ლელა წურწუმიას რეპერტუარიდან ძველი სიმღერა გააცოცხლა. მასზე კლიპის პრემიერა 8 ნოემბერს „პროფილის“ ეთერში შედგა. სიმღერის მელოდიის ავტორი რუსა მორჩილაძეა, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კლიპი რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო, ოპერატორი: კახა ბუხრაშვილი. „უხერხული სიჩუმე“, ახალი ვერსიით VINYL Sound Studi-ში ჩაწერეს.

„ილიაობა 2018“-ზე ყვარელში კონცერტი იგეგმება

„ილიაობა 2018“ ყვარელში გაიმართება. რეგიონული ფოლკლორული ფესტივალის, „ფუძეობის“ ფარგლებში, გაიმართება კონცერტი, სადაც მონაწილეობენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ნინო ქათამაძე. ისინი მსმენელის წინაშე საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად წარდგებიან. ღონისძიება 8 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება.

მაკა ზამბახიძე მეუღლის ბებიას კახეთში ესტუმრა (ფოტოები)

მაკა ზამბახიძე ახლახან გათხოვდა. მისი მეუღლე სპორტსმენი მიხეილ ჩოხელია. წყვილი ძალიან ბედნიერია და ერთად აგდაღებულ ფოტოებს მომღერალი სიამოვნებით ტვირთავს სოციალურ ქსელში. ახლახან მაკა და მისი მეუღლე მიხეილის ბებიას ესტუმრნენ კახეთში, კერძოდ, დედოსფლისყაროს რაიონში, ზემო ქედში. მაკამ თბილი ფოტოები თავად გამოაქვეყნა და დაწერა: „ესეც ჩვენი შემოდგომა და ჩურჩხელები❤️ტკბილი ნაზიკო ბებო და გემრიელი სოფელი“. (ფოტოები)

ლელა წურწუმიასა და მაკა ზამბახიძის ულამაზესი კოსტიუმები, რომლებიც თბილისობისთვის შექმნა (ფოტოები)

6 ოქტომბერს, „თბილისობაზე“ ახალი ქართული მიუზიკლის პრემიერა შედგა. წარმოდგენა ევროპის მოედანზე გაიმართა. მიუზიკლში  მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, რომელთა შორის იყვნენ სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, დათუნა მგელაძე, თიკა ფაცაცია, ლელა წურწუმია და სხვანი. მიუზიკლის სიუჟეტი აღებულია მეცხრამეტე საუკუნის დრამატურგის, ზურაბ ანტონოვის ცნობილი პიესიდან – „მზის დაბნელება საქართველოში“. დადგმა ქართული ვოდევილების […]

რეკლამა