ლელა კილაძე: „17 წლის ბიჭი მყავს, უნდა მეშინოდეს, რომ სადმე წავა, რაღაცას მიიღებს და მერე დაიჭერენ?“

ლელა კილაძე: „17 წლის ბიჭი მყავს, უნდა მეშინოდეს, რომ სადმე წავა, რაღაცას მიიღებს და მერე დაიჭერენ?“

გუკა რჩეულიშვილის მეუღლე, ლელა კილაძე გუშინ „რეაქციას“ სტუმრობდა, სადაც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზებაზე და თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ინიცირებულ აქციაზე იყო საუბარი, რომელიც 10 დეკემბერსაა დაგეგმილი.

ლელა კილაძემ ისაუბრა თავისი 17 წლის შვილზე და აღნიშნა:

„არსებობს ეს პრობლემა, არის ნარკოტიკები საქართველოშიც და ყველგან. რა უნდა ვქნათ? მყავს 17 წლის ბიჭი, მალე 18-ის გახდება, წავა სადმე გასართობად, ან დალევს, რაღაცას მიიღებს და მე უნდა მეშინოდეს, რომ დაიჭერენ და გაუბედურდება. სხვა ქვეყნის მაგალითი ხომ არსებობს? 50% შემცირდა ნარკომომხმარებლების რაოდენობა, სიკვდილიანობა შემცირდა…“ ვიდეო

სიახლეები/

|

December 8, 2017 / 12:40 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქეთი ჩხეიძეს ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია: „შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც…“

ქეთი ჩხეიძე „მძიმე კაცთან“ ახალი გადაცემის სტუმარია. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნუნუკას როლით, ამბობს, რომ ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია. ქეთი ჩხეიძე აღნიშნავს: „ინტერესი მქონია, კი, როგორ არა. ნაბიჯები არ გადამიდგამს, ინტერესი მქონდა. სექსს გულისხმობ?.. მომწონებია, მიფიქრია კიდეც. ეს არსებობს. შენი ორიენტაცია არის სრულიად სხვა რამ… შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც“.

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის ოჯახური იდილია (ფოტო)

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე ცხოვრებით ტკბებიან. ამას გუკას მიერ სოციალურ ქსელში ახლახან გამოქვეყნებული ფოტო მოწმობს, სადაც ის ლელასთან ერთად არის გადაღებული… წყვილმა ძალიან რთული პერიოდები გამოიარა. როცა გუკა დააკავეს, ის ფეხმძიმედ იყო. თრინითი ისე გაჩნდა, რომ გუკას არ უნახავს და გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა გაათავისუფლეს, შეძლო თავისი შვილის ნახვა. გუკასა და ლელას რომანის შესახებ […]

“სამი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ გოგოს დედობა საერთოდ სხვა არის” – ლელა კილაძე

"ძალიან კარგი ბავშვია, ღამე კარგად სძინავს. უკვე "აღუც"-თქვა. სამი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ გოგოს დედობა საერთოდ სხვა არის. ახლა არ ვმუშაობ და ძირითადად სულ ბავშვთან ვარ. რაც ბიჭების შემთხვევაში სხვანაირად იყო, რთული გრაფიკით ვმუშაობდი მაშინ. ჩემი ორსულობა გუკამ ადვოკატისგან გაიგო. მშობიარობის დროს, თან ტელეფონზე ველაპარაკებოდი. როცა გუკა გამოვიდა, გაუჭირდა თრინითის შეგუება, ხელში როცა აყავდა ტიროდა. მაგრამ ახლა გაიარა ამ პროცესმა. ეტყობა ვერ გაიგო, რატომ არ იყო მამა მასთან 9 თვის მანძილზე და ამიტომ ეჩხუბებოდა" - განაცხადა ლელა კილაძემ.

რა სიურპრიზი მოუწყო ლელა კილაძემ თაკო სალაყაიას დაბადების დღეზე?

ვანო მერაბიშვილის ცოლი, თაკო სალაყაია გუშინ იუბილარი იყო. მან დაბადების დღე ერთ-ერთ ბარში აღნიშნა, სადაც მეგობრებმა მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყვეს. ლელა კილაძემ და მარი გოშხეთელიანმა, თაკოს ულამაზესი ტორტი მიართვეს და Happy birthday უმღერეს.

გუკა რჩეულიშვილი თემურ უგულავას დაუნათესავდა

გუკა რჩეულიშვილის და ლელა კილაძის ქალიშვილი, თრინითი-მართა გაქრისტიანდა. პატარა მამა დავითის ტაძარში მშობლების მეგობრებმა მონათლეს. თრინითის ნათლიები ალინა არველაძე, თემურ უგულავა, მაქსიმე მაჩაიძე და სოფო დუნდუა არიან.

ლელა კილაძე სოცალურ ქსელში, მეუღლის და ქალიშვილის ფოტოს აქვეყნებს

თრინითი ლელას და გუკას პირველი საერთო შვილია, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიბადა. ქალიშვილის დაბადებისას გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში იმყოფებოდა. გუკა მანამდე ქორწინებაში, ნუცა კუხიანიძესთან იმყოფებოდა, რომელთანაც ქალიშვილი ჰყავს. ლელა კი სამი ვაჟიშვილის დედაა. პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი, მეორე ოჯახიდან, რომელიოც გიგი უგულავასთან შექმნა, ასევე ვაჟიშვილი ჰყავს.

რეკლამა