ლაშა რამიშვილი საბავშვო „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრად მიიწვიეს

ლაშა რამიშვილი საბავშვო „სლავიანსკი ბაზრის“ ჟიურის წევრად მიიწვიეს

„სლავიანსკი ბაზარი“ როგორც ბავშვებს, ისე დიდ კონკურსანტებს შორის რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს. ის ბელორუსში ტარდება და საკმაოდ ცნობილი მუსიკალური კონკურსია.

2010 წელს ქართველი მსახიობი, მომღერალი და რადიოწამყვანი, ლაშა რამიშვილი, ვიტებსკში ამ კონკურსის მონაწილე გახლდათ, მიიღო პირველი ადგილი და ვლადიმერ მულიავინის სახელობის პრემია. 2016 წელს, ფესტივალის 25 წლის იუბილეზე, საპატიო სტუმარი გახლდათ, ხოლო წელს ჟიურის წევრად მიიწვიეს საბავშვო „სლავიანკსი ბაზარზე“.

2017 წლის გამარჯვებული ბელორუსი მონაწილე გახდა. ქართველი კონკურსანტი, ელენე ივანიძე კი (პედაგოგი: ლიკა რამიშვილი) რამდენიმ ეპრიზით დაჯილდოვდა, მათ შორის აშშ-ში ერთთვიანი მასტერკლასით, ბელორუსი კომპოზიტორის სიმღერიღ და ასევე სრული დაფინანსებით მაკედონიის საბავშვო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მონაწილეები ზემოხსენებულ მუსიკალურ კონკურსზე ჯემალ და მანანა სეფიაშვილების ხელშეწყობით დადიან. სწორედ ისინი უწევენ ორგანიზებას საქართველოში ამ კონკურსისთვის კანდიდატურების შერჩევას.

სიახლეები/

|

July 21, 2017 / 1:11 pm

TOP სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

ემინი 1-ელ ივნისს დიდ საკონცერტო დარბაზში ორკესტრთან ერთად წარდგება

რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]

25 მაისს „სფეისჰოლი“ ბერლინურ ტექნოსაღამოს მასპინძლობს

MONUMENT-ისა და MOVEMENT-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში, კერძოდ კი, SPACEHALL-ში ბერლინური ტექნო საღამო მოეწყობა, 25 მაისს არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან შემდეგი არტისტები: MIND AGAINST // EINMUSIK // JONAS SAALBACH. MIND AGAINST – ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტექნო მუსიკას ქმნის, ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს, მიიჩნევიან საკმაოდ წარმატებულ არტისტებად, მათი შემოქმედება […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა